სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ოპოზიციურ პარტიებს „ომის პარტიები“ უწოდა
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ოპოზიციურ პარტიებს „ომის პარტიები“ უწოდა. ამის შესახებ სომხური მედია წერს.
მისი თქმით, 2026 წლის ივნისში სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და ომს შორის.
„უკვე ორი წელია, საზღვარზე არავინ დაღუპულა მტრის ცეცხლისგან. ომი, თუ მშვიდობა? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი არასდროს ვაჭრობდნენ, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები კი არასდროს საუბრობდნენ მშვიდობაზე“, – განაცხადა სიმონიანმა.
„მესმის, რომ ძალებს, რომლებიც ახლა სხდომათა დარბაზში სხედან და ძალებს, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრა სურთ, სჭირდებათ ომი, ომზე საუბარი, რათა შემდეგ ამაზე რაიმე პოლიტიკური ააგონ, მაგრამ ახლა ომი არ არის. ახლა მშვიდობაა“, – განაცხადა სიმონიანმა.
„სომხეთის ახლანდელი მთავრობა, პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ მშვიდობის პარტიაა, ხოლო დანარჩენი მთავარი ოპოზიციური ძალები არიან ომის პარტიები. ეს არის რეალობა“, – აღნიშნა მან.
რამდენიმე დღით ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალები თუკი მოიპოვებენ გამარჯვებას, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
1774454761
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა, ფანტაზიის ნაყოფია, მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო
კრიმინალ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა, ფანტაზიის ნაყოფია, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდ...
1774453129
ახალი ამბებიირაკლი ჩიქოვანი: ილია II-ის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში
„დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს - თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებ...
1774451569
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს და პანაშვიდს დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ პარაკლისი და პანაშ...
1774449851
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის გა...
1774448382
ახალი ამბებიიონათამიშვილი: მრავალი წელია, რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, შეუტიოს ქართულ ეკლესიას, ამ პროცესში ისინი არ თაკილობენ ყველაზე ბინძურ გზებსა და მექანიზმებს
მრავალი წელია, მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს, შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო...































