დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში მოქმედი ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის, ახალი რეგიონული ობიექტის მოწყობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

„ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემის შექმნა ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელების ეტაპობრივ რეაბილიტაციას და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ობიექტების მოწყობას. კახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც არსებული ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის, ისე ახალი რეგიონული ობიექტების მოწყობის საკითხები. ჩვენი მიზანია, პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კახეთის რეგიონში მოქმედი ხუთი ნაგავსაყრელიდან ოთხის - დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოსა და ლაგოდეხის ნაგავსაყრელების რეაბილიტაცია იგეგმება. საგარეჯოსა და თელავის ნაგავსაყრელებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია, ხოლო დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის ობიექტებისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება.

მინისტრმა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების ახალი რეგიონული ობიექტის მოწყობის საკითხი. ტერიტორია უკვე შერჩეულია და ამ ეტაპზე მას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ტექნიკური სამსახური სწავლობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და გიორგი წკრიალაშვილი და საქართველოს მყარი ნარჩენები მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789135013

ახალი ამბები

რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია რუსეთსა და უკრაინას ომის შეწყვეტისა და სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის პრესმდივანმა ომერ ჩელიქმა მხარეებს რუსეთ-უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულებისა და სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. მან ისი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1789134848

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს

მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში - საკუთ...

შალვა პაპუაშვილი

1789134557

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძ...

ცესკოს თავმჯდომარე

1789132157

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6101 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ზოგადი

1789131746

საზოგადოება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოის...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ