ვლადიმერ პუტინი: რუსეთი სანდო პარტნიორებთან კავშირებს ავითარებს და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის
„რუსეთი მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში, BRICS-ის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთმა გააძლიერა ეროვნული სუვერენიტეტი და ავითარებს კავშირებს სანდო პარტნიორებთან.
„რუსეთი სანდო პარტნიორებთან კავშირებს ავითარებს და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის. რუსეთის ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებები დაიწყო, რის შედეგადაც, იგი უფრო ძლიერი, მდგრადი და მოქნილი გახდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთში ეკონომიკური ზრდის ტემპები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს აღემატება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ინფორმაციისთვის, ვლადიმერ პუტინი ინდოეთში ბრიქსის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
1789135013
ახალი ამბებირეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია რუსეთსა და უკრაინას ომის შეწყვეტისა და სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს
თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის პრესმდივანმა ომერ ჩელიქმა მხარეებს რუსეთ-უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულებისა და სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. მან ისი...
1789134848
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს
მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში - საკუთ...
1789134557
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძ...
1789132157
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6101 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789131746
საზოგადოებაადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოის...


























