ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს IT სექტორის ბრუნვა ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკაში IT სექტორის ბრუნვა ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა, 2024 წლის მდგომარეობით კი, მისმა წილმა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 5% შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური სექტორის განვითარება, მათ შორის IT მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„როგორც ბოლო მონაცემები აჩვენებს, IT სექტორი ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყველა მიმართულებით ჯერადად გაიზარდა. მათ შორის, გაზრდილია IT მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა - ეს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაოთხმაგდა. ამასთან, IT სექტორში დასაქმებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 3 -ჯერ აღემატება. რაც შეეხება IT მიმართულებით გაწეული მომსახურების წილს მთლიანი ექსპორტის მოცულობაში, 2023 წლის მდგომარეობით, ის 7%-ს გაუტოლდა, რაც 2020 წელთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 8 -ჯერ გაიზარდა. ყველა პარამეტრი იმაზე მეტყველებს, რომ ის პოლიტიკა და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ IT ეკოსისტემის გასაძლიერებლად გაატარა, ძალიან ეფექტურად მუშაობს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ინიციატივებზე, რომლებმაც IT - სექტორის სტატისტიკის გაუმჯობესება გამოიწვია. მისი თქმით, მნიშვნელოვნად განვითარდა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემაც და ქართული სტარტაპების მიერ შექმნილმა ჯამურმა ეკონომიკურმა სარგებელმა 700 მლნ ლარს გადააჭარბა.
მინისტრის მოადგილემ, ასევე, გამოყო „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა“, რომლის ფარგლებში შერჩეული საერთაშორისო აქსელერატორები ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარებიან.
ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება დარგის მხარდაჭერის ბოლო სამთავრობო ინიციატივებზე, მათ შორის, ინოვაციური სტარტაპის სპეციალური სტატუსის ამოქმედებაზე, რომელიც 3 წლის განმავლობაში შესაბამისი პროფილის სტარტაპებს ნულოვან საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე უცხოელი IT სპეციალისტებისთვის სპეციალური ბინადრობის პირობების შემოღებაზე.
1760719277
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე როდესაც ვიდეოს იღებდა, გამოჩნდა, რომ ამ დროს იგი ექსტრემისტული ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავ...
1760717264
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: როცა საქართველოს ინტერესების დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კეთილდღეობას სწირავს, ასეთ დროს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ერისკაცის და საქართველოს ღალატია
„ქართული ოცნება” იწყება და მთავრდება ბატონი ბიძინა ივანიშვილით! მე, შენ, ჩვენ, ერისკაცმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას გულწრფელად, ერთგულად, პატიოსნად და ღირსებით ვემსახუროთ! - წერს „ქა...
1760716485
ახალი ამბებისუსი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული
„ქრონიკამ“ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით მიმართა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ყოფილი მაღალჩინოსნები ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორ...
1760714343
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე, რომ გადავავლოთ ფაკულტეტებზე საგნებს, არის საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
„ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე. რომ გადავავლოთ სხვადასხვა ფაკულტეტზე საგნებს, არის შემოტანილი საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუ...
1760712722
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება-მანიფესტაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება-მანიფესტაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონით აკრძალული ქმედების...