შალვა პაპუაშვილი: შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა

„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე როდესაც ვიდეოს იღებდა, გამოჩნდა, რომ ამ დროს იგი ექსტრემისტული ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნა, ვალტონენის რუსთაველზე გამოჩენა რადიკალების მხარდაჭერას ნიშნავდა .
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე როდესაც ვიდეოს იღებდა, გამოჩნდა, რომ ამ დროს იგი ექსტრემისტული ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრებოდა.
მეორე ვიდეოში კი ჩანს, რომ მარიამ მეყანწიშვილი, ის ექსტრემისტი, რომელმაც მინისტრის წინაშე საქართველოში არსებული „დემოკრატიული სტანდარტების დაბალი დონის“ გამო უკმაყოფილება გამოხატა, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის პროცესში ძალადობრივი ბრბოს ერთ-ერთი ორგანიზატორია. აღნიშნული კადრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, მისი დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა.
როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი შიდა ტერორიზმში ჩართულ პირებთან სიახლოვეშია შემჩნეული, მან ან არ იცის, რას აკეთებს, ან განზრახ ამართლებს ბოროტებას? ორივე პასუხი ერთიმეორეზე უარესია.
ის, რაც ყველა ქართველისთვის აშკარა იყო - რომ მინისტრის პარლამენტის წინ გამოჩენა რადიკალების მხარდაჭერას ნიშნავდა - სიმართლე აღმოჩნდა. სწორედ ასეთი თავქარიანი აქტივიზმი წარმოადგენს ევროკავშირის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის მაგალითს. ჩვენ, ქართველებს, არ გვაქვს უფლება, ვაწარმოოთ ან მოვითმინოთ ამგვარი გაუაზრებელი პოლიტიკა, რადგან ის საშიშიცაა და ჩვენი ღირებულებებისთვის უცხოც. სინამდვილეში, ესაა ის რეალური პრობლემა, რომელიც ბრიუსელს საქართველოსთან ურთიერთობაში აქვს.სრულად ვაცნობიერებ, რომ სწორი ქცევისკენ მოწოდებები უშედეგოა. თუმცა, შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა“, - წერს პაპუაშვილი.
1760720814
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე საქართველოს სპორტის მინისტრს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და აფხ...
1760717264
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: როცა საქართველოს ინტერესების დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კეთილდღეობას სწირავს, ასეთ დროს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ერისკაცის და საქართველოს ღალატია
„ქართული ოცნება” იწყება და მთავრდება ბატონი ბიძინა ივანიშვილით! მე, შენ, ჩვენ, ერისკაცმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას გულწრფელად, ერთგულად, პატიოსნად და ღირსებით ვემსახუროთ! - წერს „ქა...
1760716485
ახალი ამბებისუსი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული
„ქრონიკამ“ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით მიმართა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ყოფილი მაღალჩინოსნები ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორ...
1760714343
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე, რომ გადავავლოთ ფაკულტეტებზე საგნებს, არის საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
„ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე. რომ გადავავლოთ სხვადასხვა ფაკულტეტზე საგნებს, არის შემოტანილი საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუ...
1760712722
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება-მანიფესტაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება-მანიფესტაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონით აკრძალული ქმედების...