ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი, რითაც მუდმივად აშანტაჟებენ მოსახლეობას, ეს არის უვიზო მიმოსვლა

ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი, რითაც მუდმივად აშანტაჟებენ მოსახლეობას, ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, რითაც ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, ევრობიუროკრატები არ იცნობენ საქართველოს და არ ესმით, რისთვის იბრძვის რეალურად ქვეყანა.

„პირდაპირი ტექსტით გეუბნებიან, რომ თქვენი თავმოყვარეობა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ თქვენი სუვერენიტეტი და თქვენი დემოკრატია დაიცვათ. არ მგონია, კარგად იცნობდნენ საქართველოს, რა ისტორია აქვს და რისთვის ვიბრძვით. მათ ვერ წარმოუდგენიათ ის, რომ, როდესაც კომუნიზმის ეპოქა იყო, საქართველო იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ავანგარდი. დღეს ეს ხალხი გვეუბნება ჩვენ, რომ თქვენ თუ არ იქნებით მორჩილ მდგომარეობაში, მაშინ უვიზო რეჟიმს გავაუქმებთ. ერთი რამეც არის, ჩვენი ქვეყნის მიმართ ამ დამოკიდებულების პირველი სინდრომი გაჩნდა, როცა 2017 წელს ახალი კონსტიტუცია იქნა მიღებული, სადაც ორი რამ ჩაიწერა, რაც მათთვის იყო სიგნალი - სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელზე არ გაიყიდება და ოჯახის ცნება. ეს იყო პირველი სიგნალი, რითაც გადაწყვიტეს, რომ ამ ქვეყანას მათი გაგებით რაღაც უნდა უშველონ. პირველი ღია შემოტევა განახორციელეს 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც რბილი ძალა, არასამთავრობო ორგანიზაცია, სიყალბის შემქმნელად გამოვიდა. ყველაზე სამწუხარო რა არის, იცით? იმ იდეას, რომელიც საქართველოს ევროპასთან დაბრუნებით იყო განმსჭვალული, თვითონ ევროპა აზიანებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772128517

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და...

გიორგი ჩაკვეტაძე

1772127892

ახალი ამბები

ქარელის სატრანსპორტო კვანძი - ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის...

ქარელის სატრანსპორტო კვანძი

1772126027

ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზ...

ფარავნის უღელტეხილი

1772125944

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ...

პროკურატურა

1772124202

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, – რჩეული მოთამაშეები უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა გამოავლინა. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეი ოფის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩემპიონთ...

ხვიჩა კვარაცხელია