ჯონდი ბაღათურია: ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ და დღეს ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია - იქ აგებენ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც და როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკონ რუსეთს

ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ. დღეს ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია, აგებენ იქ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც საწყალი ხალხი, როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკებენ რუსეთს და მეორე ფრონტს გაახსნევინებენ, - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ ბიუროკრატიას ბოლშევიკებთან არაერთი საერთო აქვს და მათაც სურთ საკუთარი რევოლუციის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ტერმინები ცოტათი შეიცვალა. ბაღათურია აცხადებს, რომ ევროკავშირის ბოლო რეზოლუციებით ნათელი ხდება, რომ მათ ლგბტ დიქტატურის დამყარება უნდათ.

„ზოგადად, ბოლშევიკებს რა ჰქონდათ, რაში მდგომარეობდა ტროცკიზმი? თუ გახსოვთ, იყო ასეთი ტერმინი - „რევოლუციის ექსპორტი“ და წითელი დიქტატურის დამყარება. ეს იგივე ხალხია, ამათაც უნდათ თავიანთი რევოლუციების ექსპორტი. ოღონდ ტერმინები ცოტა შეიცვალა, წითელი კომისრების ნაცვლად, ცისფერი კომისრები დადიან და რევოლუციების ექსპორტის ნაცვლად, ლაპარაკია ფერადი რევოლუციების ექსპორტზე და მთელი ჯაჭვი მიდის ხოლმე ამ რევოლუციების. უნდათ ლგბტ დიქტატურის დამყარება - ამას ვინმე მალავს? ნახეთ, ევროკავშირის ბოლო რეზოლუციები როგორია. ევროკავშირში პირდაპირ დასჯადად ითვლება ნებისმიერი სახელმწიფოს მოქმედება, თუ იგი არ იზიარებს ევროკავშირის მიერ მიღებულ ამ ლგბტ პროპაგანდას“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772128517

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და...

გიორგი ჩაკვეტაძე

1772127892

ახალი ამბები

ქარელის სატრანსპორტო კვანძი - ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის...

ქარელის სატრანსპორტო კვანძი

1772126027

ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზ...

ფარავნის უღელტეხილი

1772125944

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ...

პროკურატურა

1772124202

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, – რჩეული მოთამაშეები უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა გამოავლინა. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეი ოფის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩემპიონთ...

ხვიჩა კვარაცხელია