ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-მა და ირანმა ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს და მხარეები მომავალ კვირას ვენაში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში მხარეებმა „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს, ხოლო ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ტექნიკური დისკუსიები მომავალ კვირას ვენაშია დაგეგმილი.
ალბუსაიდი, რომელიც დისკუსიებში შუამავლის როლს ასრულებს, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ მოლაპარაკებები „მალე განახლდება შესაბამის დედაქალაქებში კონსულტაციების შემდეგ“.
„ტექნიკურ დონეზე დისკუსიები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება.
მადლიერი ვარ ყველა დაინტერესებული მხარის ძალისხმევისთვის: მომლაპარაკებლების, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ჩვენი მასპინძელი შვეიცარიის მთავრობის“, - დასძინა ალბუსაიდიმ.
We have finished the day after significant progress in the negotiation between the United States and Iran. We will resume soon after consultation in the respective capitals. Discussions on a technical level will take place next week in Vienna. I am grateful to all concerned for…
— Badr Albusaidi - بدر البوسعيدي (@badralbusaidi) February 26, 2026
1772128517
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და...
1772127892
ახალი ამბებიქარელის სატრანსპორტო კვანძი - ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის...
1772126027
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზ...
1772125944
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ...
1772124202
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, – რჩეული მოთამაშეები უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა გამოავლინა. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეი ოფის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩემპიონთ...































