აფეთქება ჩინეთის ქვანახშირის მაღაროში - დაღუპულია 90 ადამიანი
ჩინეთის პროვინცია შანსიში მდებარე ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად, 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აფეთქება პარასკევს საღამოს მოხდა, როცა მაღაროში 247 ადამიანი მუშაობდა.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხელისუფლებას მოუწოდა, „ყველაფერი იღონონ“, დაშავებულებს სათანადო დახმარება აღმოუჩინონ და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კარგად აწარმოონ. მან, აგრეთვე, მომხდარის მიზეზების დასადგენად, გამოძიების განკარგულება გასცა. სი ძინპინის განცხადებით, დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.
სი ძინპინის ინიციატივას მხარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმაც დაუჭირა. ის ადგილობრივ ხელისუფლებას დროული და სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი სამმართველოს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, ხოლო ინციდენტის გამოძიება უკვე დაწყებულია.
1779480862
მსოფლიოპაკისტანის შუამავლობით მიღწეული აშშ-ირანის შეთანხმების საბოლოო პროექტი, შესაძლოა, რამდენიმე საათში გამოცხადდეს - „ალ არაბია“ მიღწეული შეთანხმების ძირითად პუნქტებს აქვეყნებს
„ალ არაბიას“ წყაროების ცნობით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პაკისტანის შუამავლობით მიღწეული შესაძლო შეთანხმების საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გამოცხადდება. მისი ძირითადი პირობები ტ...
1779480752
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ სამთავრობო საქმეების გამო, ის არ დაესწრება მისი უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ დაესწრება მისი უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს, რადგან მას სამთავრობო საქმეების გამო ვაშინგტონში დარჩენა უწევს. „მიუხედავად იმისა, რო...
1779479277
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს სახელმწიფ...
1779478804
მსოფლიოგრენლანდიაში ტრამპის წარმომადგენელი: დანიის ტერიტორიას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ირანთან კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსების ფასების შემცირებაში
ლუიზიანას გუბერნატორმა ჯეფ ლენდრიმ (რესპუბლიკელი), რომელიც, ასევე, გრენლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს განაცხადა, რომ დანიის ტერიტორიას შეუძლია გადამწყვეტი რ...
1779477407
მსოფლიოუნგრეთმა ICC-ის დატოვებაზე უარი თქვა და უკრაინული პროდუქციის იმპორტი აკრძალა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს, რომ უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს. „მთავრობა აუქმებს უნგრეთის განზრახვას სისხლის სამართლის საერთაშორისო...































