იუსტიციის მინისტრის მოადგილე: წლევანდელ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენ კონცეპტუალურად გავაერთიანეთ დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ზუგდიდში უმასპინძლებს. დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა:
„ეს დღე წელს მართლაც განსაკუთრებულია, რადგან არის არა მხოლოდ დამოუკიდებლობის დღე, არამედ 1700 წლის იუბილე სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების. შესაბამისად, ამ კონცეპტუალურ ხედვაში აღვნიშნავთ ჩვენ 26 მაისს ზუგდიდში. ეს იქნება შემეცნებითი, გასართობი და ინფორმაციული ღონისძიებები, რომელსაც მოქალაქეებს შევთავაზებთ“, - განაცხადა მან.
თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო სერვისების მიმწოდებელი უმსხვილესი უწყებაა საქართველოში და, შესაბამისად, ღონისძიების სტუმრებს შესთავაზებს კონსულტაციებს სხვადასხვა მომსახურების შესახებ:
„წარმოდგენილი იქნება მობილური იუსტიციის სახლი, რომელსაც უშუალოდ შეხება აქვს მოქალაქეებთან; საჯარო რეესტრის მიმართულებით, მოგეხსენებათ, რომ სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობდა და ძალიან დიდია ინტერესი, როგორ დაირეგისტრირონ საკუთრება, ამიტომ ადგილზე ამზომველები გაუწევენ სტუმრებს კონსულტაციას; ციფრული მმართველობის კუთხითაც, იქნება შესაბამისი სივრცე, სადაც ახალგაზრდები და ბავშვები თამაშებით, ქვიზებით შეძლებენ აიმაღლონ ცნობიერება კიბერჰიგიენის შესახებ; იქნება საარქივო ფოტომასალა, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც დამოუკიდებლობის დღესთან, ისე ქრისტიანობის 1700 წლისთავსა და სამეგრელოს ისტორიასთან“.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სხვაღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოეწყობა სივრცეები ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისათვის, ამას გარდა, ღონისძიების სტუმრები მეგრული სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებენ.
1779519547
მსოფლიოაფეთქება ჩინეთის ქვანახშირის მაღაროში - დაღუპულია 90 ადამიანი
ჩინეთის პროვინცია შანსიში მდებარე ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად, 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აფეთქება პარასკევს საღამოს მოხდა, როცა მაღაროში 24...
1779517893
ახალი ამბებიქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეებისა და პარკების მოწყობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია მოსწავლე ახალგაზრდობის პარკისა და ყოფილი პარლამენტის შენ...
1779516157
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 23 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
23 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსა...
1779482960
მსოფლიოისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალა
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალა, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში პოლონეთის შს მინისტრი მარცინ კერვინსკი ავრცელებს. მისი თქმით, ამ გ...
1779481724
მსოფლიოევროპარლამენტარი მარტინ ზონებორნი: კალასი არის ევროკავშირის „დაბალი წარმომადგენელი“, მამამისის გარეშე სავარაუდოდ ბევრად უფრო შესაფერისი საქმიანობა ექნებოდა, „ლაიფსტაილ ინფლუენსერი“
ევროკავშირის „დაბალი წარმომადგენელი“. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მიუნხენზე ნაკლები მოსახლეობა ჰყავს. დაწერა წიგნი, რომელშიც არაფერი წერია. მამამისის გარეშე (სიმ კალასი) სავარაუდოდ სახელ...































