ქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეებისა და პარკების მოწყობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია მოსწავლე ახალგაზრდობის პარკისა და ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ბულვარის მოწყობა. ასევე, პროექტირების ეტაპზეა ქუთაისის მრავალფუნქციური პარკი.

პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ელემენტების განთავსებასა და განათების სისტემის განახლებას.

ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 ჰექტარზე თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც ეკოლოგიურად მდგრად და მრავალფუნქციურ სარეკრეაციო სივრცედ ჩამოყალიბდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, სავარჯიშო ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების სივრცეები. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, დეკორატიული ტბები და შადრევნები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტერიტორიის გამწვანებას ადგილობრივი სახეობის მცენარეებით.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომები, მათ შორის ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი სივრცეები, გარე განათების სისტემა, სარწყავი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

სარეკრეაციო სივრცეები სრულად იქნება ადაპტირებული ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქალაქის სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779479277

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს სახელმწიფ...

პროკურატურა

1779478804

მსოფლიო

გრენლანდიაში ტრამპის წარმომადგენელი: დანიის ტერიტორიას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ირანთან კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსების ფასების შემცირებაში

ლუიზიანას გუბერნატორმა ჯეფ ლენდრიმ (რესპუბლიკელი), რომელიც, ასევე, გრენლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს განაცხადა, რომ დანიის ტერიტორიას შეუძლია გადამწყვეტი რ...

გრენლანდიაში ტრამპის წარმომადგენელი

1779477407

მსოფლიო

უნგრეთმა ICC-ის დატოვებაზე უარი თქვა და უკრაინული პროდუქციის იმპორტი აკრძალა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს, რომ უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს. „მთავრობა აუქმებს უნგრეთის განზრახვას სისხლის სამართლის საერთაშორისო...

უნგრეთმა ICC-ის დატოვებაზე უარი თქვა

1779475256

ახალი ამბები

ბითაძე ფიშერის განცხადებაზე: საქართველოს არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე ევროკავშირში დერეფნის გამო მიიღებს, აქ მთავარი არის ის დამსახურება, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის გზაზე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების იმ ნაწილს პასუხობს, სადაც ელჩი ამტკიცებს, რომ შუა დერეფანი და ამ პრო...

მაია ბითაძე

1779473948

ახალი ამბები

მარკ რუტე: უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენენ

უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის სტაბილიზაციას ახდენენ და ზოგიერთ ტერიტორიასაც კი იბრუნებენ, ცხადია, ეს აშკარად არ აუმჯობესებს ომის ინიციატორის, ვლადიმირ პუტინის განწყობას. როგორც UNIAN-ის კო...

მარკ რუტე