ირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის

„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებას ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებია და ეს ცოდვა მთელი პოლიტიკური ცხოვრება მიჰყვებათ.

„პარლამენტის შენობაში საგამოძიებო კომისია მუშაობდა, რომელიც ნიკა გვარამიას და მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლიდა. ვინც ამას თვალყურს ადევნებდა, მათთვის ნათელი იყო, თუ რა მეთოდებით, სისასტიკით და უნდობლობით ეპყრობოდნენ ადამიანებს, მოქალაქეებს, ბიზნესს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში მუშაობდი და მოღვაწეობდი, თუ მათი ინტერესების გამტარი არ იყავი შენზე მათი რეპრესიული აპარატი მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მათ ეს ყველაფერი არ მოუნანიებიათ, ერთხელაც არ უთქვამთ, რომ ეს იყო ქართველი ერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ამიტომ ეს მოუნანიებელი ცოდვა მთელი მათი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში მიჰყვებათ.

ყოველთვის, როდესაც ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში შედიან, რომელიც მათგან განსხვავებულია, სწორედ ამ რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით საუბრობენ. ქართველ ხალხს დიდი ხანია, მათი მუქარისა და რეპრესიების აღარ ეშინია. რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის. „დაოკდი“ უთხრას თავის ოჯახში თუ ვინმე ჰყავს დასაოკებელი და გარეთ ქალებზე ნუ ლაპარაკობს ასეთი ტერმინებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო

1791958715

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...

გია ვოლსკი

1791958012

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამ...

ამინდი ამინდი

1791955095

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ევროკავშირის გაფართოებისა და საერთო კლიმატური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტზე: მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები - აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი

„მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი ევროკავშირის გაფართოებისა...

გიორგი ვოლსკ

1791954170

ახალი ამბები

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტა...

შიო მესამე: