ირაკლი ქადაგიშვილი: ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით თუ ინიშნება საქართველოში უკრაინის ელჩი, ამას მხოლოდ მივესალმებით
„ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით თუ ინიშნება საქართველოში უკრაინის ელჩი, ამას მხოლოდ მივესალმებით“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „საქართველოს შეურაცხყოფა იყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნიდან ელჩი გაიწვია“.
„კიევი ყველა ელჩმა დატოვა, საქართველოს საელჩოს და ელჩს კი არ დაუტოვებიათ, არც დროშა ჩამოგვიხსნია. ეს იყო ჩვენი პოზიცია, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია ისიც იყო, რომ რუსეთს ომს ვერ დავუწყებდით. ხედვა, რომელიც ზელენსკისა და ბევრს ჰქონდა, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო, დღეს ნათელია, რომ რთულად შესასრულებელი კი არა, თითქმის შეუძლებელია. ომის ასე თუ ისე დასრულებასთან დაკავშირებით გარკვეული მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ჩანს, შედეგი ჯერ არ იქნება. უკრაინის მხარე თუ ხედავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით თუ ინიშნება ელჩი, მივესალმებით. არ მინდა, ვივარაუდო, რომ ელჩი შეიძლება ინიშნებოდეს იმ მიზნით, რომ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებების არენად გამოიყენონ. ვისურვებდი, ეს ნაბიჯი პოზიტიური იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
1769519005
ახალი ამბებიჩაკვეტაძე: საქართველოსთან დაკავშირებით ვიღაც ისევ მწარედ გატყუებთ, ქალბატონო მაია! ბევრი რამ გვახსოვს, მათ შორის ის, რომ 4 ოქტომბერს პირდაპირ ახალისებდით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას
მმართველი გუნდის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, სადაც სანდუმ განაცხადა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“. „ამის თქმას...
1769518398
ახალი ამბებივოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც არის დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება
საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც ხდება დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველ...
1769515513
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი დელეგაცია ძალიან დეტალურად უყვება დამსწრე საზოგადოებას [გაეროში] საქართველოში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გაეროში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის წარდგენას ეხმაურება. ლევან მაჭავარიანის თქმით, ყველა...
1769513683
ახალი ამბებიდმანისში ქმარმა ცოლი მოკლა
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ცნობით, შუა ხნის კაცმა ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ჩვენი ინფორ...
1769512054
ახალი ამბებიგიორგი შარაბიძემ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლე...































