ირაკლი შატაკიშვილი: გერმანელ ხალხს პატივს ვცემთ, თუმცა ვერავის მივცემთ საშუალებას, ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი დააკნინოს

იმედს გამოვთქვამთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების საკითხი გაირკვევა, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იქნება და არა პოლიტიკური დემარში, რომლის მცდელობაც შეიძლება, ჰქონდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან გერმანულ მხარესთან საკითხზე კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით იყო, თუმცა საპასუხოდ სხვადასხვა მიზეზები სახელდებოდა.

„ნებისმიერ ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთსასარგებლოობისა და პატივისცემის პრინციპს. ჩვენ ამ ქმედებებსა და მონაცემებზე დაყრდნობით ვერც პატივისცემას და ვერც ურთიერთსარგებლობას ვერ ვხედავთ. გადავამოწმეთ რა გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდი, ვნახეთ, რომ ისეთ ქვეყნებიც კი, როგორიცაა რუსეთი, ბელარუსი და სხვა არადემოკრატიული ქვეყნები, მათი პროფილები განახლებულია, საქართველოსი კი არა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან დღემდე სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, ზეპირსიტყვიერად, საელჩოს მეშვეობით, სატელეფონო საუბრებით და ოფიციალური ნოტებით მივმართავთ, თუმცა სახელდება სხვადასხვა მიზეზები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს ევრობიუროკრატების მიერ წარმოებული იმ დიდ კამპანიასთან, რომლის ნაწილი და ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება, სწორედ ეს ქმედება იყოს. ამ კამპანიის ნაწილია საქართველოში გერმანიის ელჩი.

ჩვენ გერმანელ ხალხს პატივს ვცემთ, თუმცა ვერავის ვერ მივცემთ საშუალებას, ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი დააკნინოს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს საკითხი გაირკვევა და მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იქნება და არა პოლიტიკური დემარში, რომლის მცდელობაც ჰქონდეთ – ჩრდილი მიაყენონ ქართველი და გერმანელი ხალხის ამ ორას წლიან ურთიერთობას“, - განაცხადა შატაკიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გერმანული მხარეს ვერბალური ნოტით მიმართავენ და საქართველოს სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციის განახლებას მოითხოვენ.

„საგარეო მიმართულებით სამუშაო პროცესს წარმოადგენს მონაცემების გადამოწმება, რომელ პლატფორმაზე და რომელ ოფიციალურ წარმომადგენლობაზე საქართველოს შესახებ რა ინფორმაციაა. ჩვენ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვნახეთ, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლებული არ არის. ილია დარჩიაშვილი ჯერ კიდევ მითითებულია საგარეო საქმეთა მინისტრად, რომელიც ახლა უკვე საქართველოს ელჩია დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. საქართველოს პრეზიდენტად არა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია მითითებული მიხეილ ყაველაშვილის სახით, არამედ ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პოლიტიკურ პროცესთან საერთოდ კავშირი არ აქვს.

როგორც საჯარო ინფორმაცია, გექნებოდათ შესაძლებლობა სადეპუტატო კითხვაზე პასუხი გენახათ. ბოლო კომუნიკაციის შემდეგ, რომელიც მარტში შედგა, გერმანული მხარისგან პასუხი იყო გაცემული, რომ ოთხი კვირის ვადაში პასუხი გაეცემოდა. სტანდარტული პასუხია, რომელსაც ჩვენ 2024 წლის შემდეგ დღემდე ვისმენთ. დაველოდებით კიდევ, როგორც ჩემს სადეპუტატო კითხვაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან პასუხს ვკითხულობთ, განსხვავებულად კიდევ ვერბალური ნოტით მივმართავთ და მონაცემების განახლებას მოვითხოვთ“, - განაცხადა შატაკიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775644658

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ტერორისტული საქმ...

პროკურატურა

1775643732

საზოგადოება

გურამ დუმბაძე: ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოების ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და ამ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

„აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოები, გადაფასდა სამუშაოს მოცულობები და ღირებულებები და, საერთო ჯამში, შესყიდვის ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით“, - განაცხადა მთავრობის ეფ...

გურამ დუმბაძე

1775642947

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

სუსის ინფორმაციით, 2026 წლის 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1775642049

ახალი ამბები

რომის პაპი: ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის დაძაბული საათების ფონზე, მივესალმები ორკვირიანი ზავის გამოცხადებას

რომის პაპი ლეო XIV აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. რომის პაპმა მხარეებს მოუწოდა, გააგრძელონ მოლაპარაკებები, რათა რეგიონული კონფლიქტი დასრ...

რომის პაპჯ

1775641595

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქა...

ეკა სეფაშვილი