შსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი: 1992 წელს დაბადებული ი.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში, გვიან ღამით, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა 1995 წელს დაბადებული ზ.ა. მოგვიანებით, ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი - გ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ.

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775653591

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6965 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1775652013

ახალი ამბები

წალკაში კარანტინი გამოცხადდა - გარეულ ცხოველს ცოფი დაუდასტურა

მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაშ...

ცოფიცოფი

1775651728

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პ...

საქართველოს პრეზიდენტი

1775649048

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ ირანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. განიხილება ირანზე დაწესებული ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონი თეირანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. გარდა ამისა, მისი თქმით, განიხილება ირანზე ადრე დაწესებული ტარიფებისა და სანქციების შე...

დონალდ ტრამპი

1775648150

ახალი ამბები

ირაკლი შატაკიშვილი: გერმანელ ხალხს პატივს ვცემთ, თუმცა ვერავის მივცემთ საშუალებას, ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი დააკნინოს

იმედს გამოვთქვამთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების საკითხი გაირკვევა, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იქნება და არა პოლიტიკური დემარში, რომლის მ...

ირაკლი შატაკიშვილი