ირაკლი ზარქუა ჰერჩისკის წერილზე: ეს წერილი მორიგი დასტურია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში - ჰერჩინსკიმ და მისმა მეგობრებმა დასაჯეს საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე
ეს წერილი მორიგი დასტურია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვთქვით, რომ ჰერჩინსკიმ და მისმა მეგობრებმა დასაჯეს საქართველო და ამ რადიკალების გვერდით დადგნენ. რატომ დაგვსაჯეს? - იმიტომ, რომ ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე“, - განაცხადა დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. იგი ამგვარად გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილს.
ზარქუამ აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარის საპასუხოდ საქართველოში დაიწყო რადიკალების დაფინანსება.
„კიდევ ერთხელ ლუსტრაცია მოხდა, რომ დიახ, საქართველო და ქართველები მაშინ დაგვსაჯეს იმის გამო, რომ ჩვენ მათ თამაშს არ ავყევით. მათი თამაში რა იყო - რაც უკრაინას დამართეს, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, იარაღით და ფულით მოგვამარაგებდნენ და ქართველები უნდა შევწირულიყავით მსოფლიო ახალ გადანაწილებას. ამას მოჰყვა ის პერიპეტიები და დღემდე გრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.
„სამათხოვროდ და შანტაჟის თემად არ გავხდიდით ევროკავშირში გაწევრიანებას.
მთავარი არის ის და ეს იცის ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენ ვისჯებოდით, იმისთვის, რომ არ ავყევით ახალი მსოფლიო გადანაწილების ფერხულს და ვიღაცას არ შევეწირეთ. ამის გამო გვსჯიდნენ და შანტაჟად იყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას და მოლაპარაკებების გახსნას.
სხვათა შორის, არჩევნებამდე ჰერჩინსკიმ თვითონ გააკეთა ეს განცხადება, შემდეგ იუარა და ჩვენ გადმოგვაბრალა, თითქოს ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უარს ვამბობთ ევროკავშირში გაწევრიანებაზეო. ეს ტყუილი, სიცრუე იყო. მათ ადრე გაწყვიტეს, ადრე დაგვსაჯეს მათი ჭკუით და შეწყვიტეს ეს მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა სიმართლე თქვა, რომ ჩვენ საჯილდაოდ არ გავიხდით ამ თემას - მოლაპარაკების გახსნა-არგახსნას, 2030 წლისთვის მზად იქნება საქართველო ყველა პარამეტრით, ხოლო თქვენ თუ მოლაპარაკების გახსნა გინდათ, დღესვე მოვაწერთ ხელსო. ეს შეთავაზება ძალაშია.
[წერილით] კიდევ ერთხელ მოხდა იმის დემონსტრირება, რომ ბატონი ჰერჩისნკი დანარჩენ ე.წ. ევროპარლამენტარებთან ცრუობდა, ატყუებდა ქართულ საზოგადოებას”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა, თავდაყირა აყენებს მთელ იმ ისტერიულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. ევროკავშირის ელჩი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























