„ის არ არის ბრაზილიელი, სხვა ტიპის მოთამაშეა, მეომარია“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ანჟერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მწვრთნელისთვის სიამოვნებაა გუნდში მისნაირი ფეხბურთელის ყოლა.

„თქვენ კვარაცხელიათი ხართ დაინტერესებული, მაგრამ ის ბრაზილიელი არ არის (ჟურნალისტი ბრაზილიელია). ის სხვა ტიპის მოთამაშეა. ვიცოდით მისი თვისებების შესახებ. ის მეომარია, ბურთით დადებით ემოციებს გადმოსცემს. როდესაც მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ, უკვე ვიცოდით მისი თვისებები. ის არის მოთამაშე, რომელსაც ბურთის მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, როდესაც ასეთი ტიპის მოთამაშე გყავს, მწვრთნელისთვის ეს ნამდვილი სიამოვნებაა“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის 25 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 42 შეხვედრაში 16 გოლი და 9 საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენმა“ 66 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლანსს“ 4 ქულით გაასწრო, სეზონის დასრულებამდე კი, 4 ტური რჩება, თუმცა, პსჟ-სა და „ლანსს“ ხუთ-ხუთი მატჩი დარჩათ სათამაშო, რადგან მათი დაპირისპირებაც გადადებულია. პარიზელები მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ანჟერს“ ესტუმრებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777051518

ახალი ამბები

მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად მიუღებელი და არ უნდა უკვირდეთ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის ნდობა მათ მიმართ რადიკალურად შემცირებულია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს რიტორიკას შედეგად მხოლოდ ერთი...

ლევან მაჭავარიანი

1777049701

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ - „შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი“. მინისტრის თქმით, საქარ...

მაკა ბოჭორიშვილი

1777045849

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში გამართული „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ფორუმი...

მაკა ბოჭორიშვილ

1777045751

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეა...

მაკა ბოჭორიშვილი

1777045716

ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს, რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში, იმდენჯერ გაანულა ხალხმა

„მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ნუ რაღაც რაოდენობა მაინც, ვინც ამ „ცოლ-ქმარს“ ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს“, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ჩერგოლეიშვილმა...

პოლიტიკოსი