თეთრი სახლი ადასტურებს, რომ უიტკოფი და კუშნერი პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრებიან
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დილით პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებების გასამართად.
„შემიძლია დავადასტურო, რომ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხვალ დილით კვლავ პაკისტანში გაემგზავრებიან, რათა ირანის დელეგაციის წარმომადგენლებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართონ - პაკისტანელების შუამავლობით, რომლებიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში კარგი შუამავლები იყვნენ“, - განუცხადა მან Fox News-ს.
ლევიტის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი კვლავ ჩართული არის ამ პროცესში და ის აქ, შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ეროვნული უსაფრთხოების მთელ გუნდთან ერთად სიახლეებს დაელოდება.
„რა თქმა უნდა, ყველა მზად იქნება პაკისტანში გასაფრენად, საჭიროების შემთხვევაში“, - დასძინა მან.
1777045849
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში გამართული „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ფორუმი...
1777045751
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას“
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეა...
1777045716
ახალი ამბებითაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს, რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში, იმდენჯერ გაანულა ხალხმა
„მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ნუ რაღაც რაოდენობა მაინც, ვინც ამ „ცოლ-ქმარს“ ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს“, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ჩერგოლეიშვილმა...
1777043698
ახალი ამბებიმეუფე შიო: ივანე ჯავახიშვილმა თავისი თავმდაბალი, დაუღალავი და შეუპოვარი შრომით ცოდნას მისცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მეცნიერებას კი, ეროვნული მისია
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო დ...
1777040976
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს...































