მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში გამართული „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განეხილა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის როლი აღნიშნულ პროცესში:

„დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან. წლევანდელი მსჯელობა დიდწილად დაეთმო სწორედ ალტერნატიული გზების განვითარების შესაძლებლობებს, ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებს.

ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, შუა დერეფანი უყურადღებოდ ვერ დარჩება. არაერთი პანელური დისკუსია მიეძღვნა სწორედ შავ ზღვას, სამხრეთ კავკასიას, შუა დერეფნის განვითარებას და ჩემთვის, როგორც საქართველოს წარმომადგენლისთვის, იყო საუკეთესო შესაძლებლობა, გვესაუბრა, როგორ ვხედავთ შუა დერეფნის განვითარებას, რას აკეთებს საქართველო, რათა წვლილი შეიტანოს ამ დერეფნის განვითარებაში და რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს საქართველო და საქართველოს გავლით შუა დერეფნის განვითარება“.

მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე, ისაუბრა ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიებისა და ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზე.

„მქონდა შესაძლებლობა, ევროკომისართან ერთად გვემსჯელა სწორედ გაფართოების კონტექსტზე და გაფართოებაზე უსაფრთხოების კონტექსტში, რაც თავისთავად ასევე მოიცავს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც დაეთმო ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის.

კიდევ ერთხელ, კარგი შესაძლებლობა იყო კოლეგებთან კომუნიკაციისთვის, შეხვედრებისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის პრიორიტეტულ თემებზე ფართო საზოგადოების ყურადღების გამახვილებისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777040745

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში

დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას. არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ თბილისში, როდესაც დაბრუნდება ბრ...

მაკა ბოჭორიშვილი

1777040136

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო, ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა

დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის...

ირაკლი ქადაგიშვილი

1777038648

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატს თანამდებობის დაკავებ...

მიხეილ ყაველაშვილი

1777037652

ახალი ამბები

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეს საიდუმლო სტატუსი აქვს. მხარეებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი....

პატიმრობა შეუფარდა

1777036194

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

სს