იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა აშშ-ში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იუსტიციის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობის მიმართულებები, პროექტების პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად პროექტ GRAIL-ის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარებაზე, მიწის ადმინისტრირების სერვისების გაუმჯობესებასა და ციფრული მმართველობის სისტემების შემდგომ გაძლიერებაზე.
მხარეებმა პროექტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარების შესაძლებლობები, მათ შორის მიწის რეფორმისა და სივრცითი მონაცემების სისტემების განვითარების მიმართულებით. საუბარი შეეხო ქართული მოდელების სხვა ქვეყნებში დანერგვის პოტენციალსა და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
1777449954
ახალი ამბებიპრემიერი: მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან, ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია
საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო გუ...
1777448568
ახალი ამბებიკახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის გულშემატკივრებს „ფიფას“ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2029-ის საქართველოში ჩატარება მიულოცა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,...
1777447105
ახალი ამბებიმსოფლიოს U20 საფეხბურთო ჩემპიონატი 2029 წელს საქართველოში და სომხეთში ჩატარდება
2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სომხეთსა და საქართველოში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია FIFA-მ გაავრცელა. ორმა ქვეყანამ ტურნირის ერთობლივი მასპინძლობის უფლების მინიჭების შესახე...
1777446552
ახალი ამბებითამარ ზოდელავა: საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, როგორც წარმატებულ მოდელს, მსოფლიო ბანკი სხვა ქვეყნებს გაუზიარებს
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობაზე, მის შთამბეჭდავ შედეგებსა და...
1777445128
მსოფლიომოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება
მოსკოვში 9 მაისის ტრადიციულ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ გამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და ეს გადაწყვეტილება ოპერატიული ვითარებით ახსნა. ინფორმაციას Deutche Wel...































