კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის გულშემატკივრებს „ფიფას“ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2029-ის საქართველოში ჩატარება მიულოცა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ქვეყანას მსგავსი დონის ტურნირის მასპინძლობა უწევს, უდიდესი პასუხისმგებლობაა.

„გილოცავთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით „ფიფას“ ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს უმასპინძლებს. ჩვენთან ერთად მასპინძელი ქვეყანა სომხეთი იქნება. მსოფლიო დონის მსგავსი ტურნირის მასპინძლობა უდიდეს პატივთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, „ფიფას“ მხარდაჭერისთვის. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს ძალისხმევას წევს სპორტის
მიმართულებით, მათ შორის ფეხბურთის განვითარებისთვის, ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ქალაქებსა და რაიონებში.

თბილისში ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ჩვენც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. შეიქმნა ახალი საფეხბურთო სკოლები, რაც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის. სამომავლოდაც ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და ბევრი მსგავსი სპორტული კომპლექსი შეიქმნას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ფეხბურთის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777450537

ახალი ამბები

თამარ იოსელიანმა თურქეთის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუსტაფა თურ...

თამარ იოსელიანმა

1777450463

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ფიზიკური პირი კ. კ. (მის: თე...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1777450241

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს

რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9-წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვ...

ირაკლი კობახიძე

1777450021

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე გერმანიაზე: შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან

მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკ...

ირაკლი კობახიძე

1777449954

ახალი ამბები

პრემიერი: მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან, ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია

საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო გუ...

ირაკლი კობახიძე