ირაკლი კობახიძე: როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება

„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიგი უგულავას ფეისბუქ-პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება.

„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს. ესენი არ იყვნენ მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები, ეს იყო მთელი პარტიული სპექტრი, ეს იყო მედია და „ენჯეოები“.

ყველა იყო ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა. მთელი კონტრკამპანია დაგვჭირდა ამისათვის და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ მიზანს, მაგრამ ეს იყო ურთულესი ამოცანა. მათი უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას. პარტიები, „ენჯეოები“, მედია საშუალებები, ყველა იყო ჩართული ამ უმძიმესი კამპანიის წარმოებაში, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, ჩვენი კონტრკამპანიით. ახლა ცდილობენ, წამოიწყონ ახალი კამპანია, გამოდიან ასეთი განცხადებებით, ამასაც ვერ ექნება წარმატება. ჩვენი ეკლესია იქნება მტკიცე და ძლიერი, როგორც იყო აქამდე და იგივე შემიძლია ვთქვა ქართულ სახელმწიფოზე. როგორც არ უნდა სცადოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული სახელმწიფო იქნება მტკიცე და ძლიერი მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777453342

ახალი ამბები

პრემიერი: ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება

განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინის...

ირაკლი კობახიძე

1777453195

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია, ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში

„ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1777451714

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება და ალიაქოთი აქვთ, მათი ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება

რადიკალებმა კარდაკარ სიარული რომ დაიწყეს, ფრთხილად იყვნენ, რადგან მათ მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომა...

დავით მათიკაშვილი

1777450537

ახალი ამბები

თამარ იოსელიანმა თურქეთის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუსტაფა თურ...

თამარ იოსელიანმა

1777450463

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ფიზიკური პირი კ. კ. (მის: თე...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო