ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალა
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალა, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში პოლონეთის შს მინისტრი მარცინ კერვინსკი ავრცელებს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ფლოტილიის აქტივისტების დაკავების დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მან და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის დოკუმენტებს და პოლონეთის სისტემებში ჩანაწერები უკვე ძალაში შევიდა.
„პოლონელი მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება… იტამარ ბენ-გვირს უკვე ოფიციალურად აეკრძალა პოლონეთში შესვლა“, - განაცხადა კერვინსკიმ.
ცნობისთვის, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა სოციალურ ქსელში პალესტინელების მხარდამჭერი დაკავებული აქტივისტების ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ სხედან აშდოდის პორტში ჰუმანიტარული ფლოტილიის აქტივისტები, რომლებიც ღაზის სექტორისკენ მიემართებოდნენ და ისრაელის საზღვაო ფლოტმა შეაჩერა. ფლოტილიის წევრებს ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული და თავდახრილი არიან. კადრებში ჩანს, რომ ბენ-გვირი მათ შორის დადის ისრაელის დროშით და ყვირის: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში, ჩვენ ვართ აქ ბატონ-პატრონები“. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „ასე ვესალმებით ტერორიზმის მხარდამჭერებს“.
1779475256
ახალი ამბებიბითაძე ფიშერის განცხადებაზე: საქართველოს არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე ევროკავშირში დერეფნის გამო მიიღებს, აქ მთავარი არის ის დამსახურება, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის გზაზე
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების იმ ნაწილს პასუხობს, სადაც ელჩი ამტკიცებს, რომ შუა დერეფანი და ამ პრო...
1779473948
ახალი ამბებიმარკ რუტე: უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენენ
უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის სტაბილიზაციას ახდენენ და ზოგიერთ ტერიტორიასაც კი იბრუნებენ, ცხადია, ეს აშკარად არ აუმჯობესებს ომის ინიციატორის, ვლადიმირ პუტინის განწყობას. როგორც UNIAN-ის კო...
1779472106
ახალი ამბებიშვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია - ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქო...
1779471070
ახალი ამბებისარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი დიაგნოზია, ამ მდგომარეობაზე ხელის მოთბობა აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ამის შიში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მაიძულებს, რ...
1779469247
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: არც პრაქტიკული, არც პროგრამული და არც ღირებულებითი თვალსაზრისით 26 მაისს ოპოზიციისგან საქართველო არაფერს უნდა ელოდოს, მთავარია, ერთმანეთს არ დასცხონ ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნების გამო
რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებული საპროტესტო აქციისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს „ხალხი ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს. როგორც მან ოპოზიციის მცდელობაზე გამართოს აქცია, სადაც რადიკალები...































