ჯანდაცვის სამინისტრო: იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებისთვის ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შეისყიდის. იზრდება მათთვის სტაციონარული მომსახურების დაფინანსებაც.

ცვლილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს ინფორმაცია პირადად მიაწოდა - შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს აღნიშნული სიახლეები. ასევე, ისაუბრეს ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც. მინისტრმა მშობლებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზეც.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში განხორციელებული ცვლილება, პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, მათი ოჯახის წევრებთან რეგულარული კომუნიკაციის საფუძველზე მოხდა. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას პროგრამის გაფართოებაზე — მათ შორის, პაციენტების საჭიროების შესაბამისად, ფიზიოთერაპიის სერვისების შეთავაზებასა და სხვა მედიკამენტების შესყიდვაზე.

როგორც პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, სადაც ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს უშუალოდ მინისტრთან განიხილავენ და პასუხებსაც მისგანვე ისმენენ.

განხორციელებული ცვლილების ფარგლებში, პაციენტებს დაუფინანსდებათ:

✅ ანტიბიოტიკები ტობრამიცინი და კოლომიცინი

✅ცხიმში ხსნადი ვიტამინების კომპლექსი (A, D, E, K)

✅ მუკონები (ჰიპერტონიული ხსნარი) - 3% და 6%-იანი

✅ კომბინირებული პრეპარატი - იპრატროპიუმ ბრომიდი მონოჰიდრატის, ფენოტეროლ ჰიდრობრომიდი
აცეტილცისტეინი (მუკოლიზური და ამოსახველებელი)

✅ ურსოდეოქსიქოლის მჟავა (ჰეპატოპროტექტორი)

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული პრეპარატები მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ხელს შეუწყობს დაავადების მართვას, გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას. მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ეტაპობრივად, ოქტომბერსა და ნოემბერში დაიწყება.

შეხვედრებს ესწრებოდნენ: ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ექიმები.

ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი მემკვიდრული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც პაციენტებში ხშირია მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები.

ეს უკვე მეორე ცვლილებაა, რომელიც იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში 2025 წელს განხორციელდა. ივლისში სამინისტრომ რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 55 000 000 ლარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755756048

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ლორა თორნტონზე: ჩვენ ამ ქალბატონის და ზოგადად, ამ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კრიტიკას

„ჩვენ ამ ქალბატონის და ზოგადად, ამ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კრიტიკას“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპა...

დავით მათიკაშვილი

1755755573

მსოფლიო

მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლორა თორნტონი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშს უწუნებს

მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშს უწუნებს. 2024 წლის ანგარიშს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს დადებითად აფასებს, სოციალურ ქსელ „იქს...

 ლორა თორნტონი

1755753906

მსოფლიო

მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი სკანდალი - ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც პოლიტპატიმრების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს

მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი სკანდალი - მაკკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც პოლიტპატიმრებისა და მძევლების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმა...

მაკკეინის ინსტიტუტი

1755752349

ახალი ამბები

მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამუკა ჩარკვიანის და თაკო ჩარკვიანი ავრცელებს. „მორჩა“ - წერს თაკო...

მამუკა ჩარკვიანი

1755721530

ახალი ამბები

21 აგვისტოს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

 სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 აგვისტოს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ვაკის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ი...

შუქი