ქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული ს. ბ. და 1994 წელს დაბადებული ე.ტ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულები ფინანსური დავის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანის საბარგულში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ერთ-ერთი მდინარის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც დ.ა.-მ შეძლო საბარგულის გახსნა და გაქცევა. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა „ბ“ ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755752349

ახალი ამბები

მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამუკა ჩარკვიანის და თაკო ჩარკვიანი ავრცელებს. „მორჩა“ - წერს თაკო...

მამუკა ჩარკვიანი

1755721530

ახალი ამბები

21 აგვისტოს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

 სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 აგვისტოს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ვაკის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ი...

შუქი

1755719081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის სიძლიერესა და უკეთეს მომავალს დაუთმო

 საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იგი უსამძიმრებს ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა...

შალვა პაპუაშვილი

1755716481

ახალი ამბები

დავით ბახტაძე: ჩემი სამუშაო გამოცდილება მთლიანად დაკავშირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტთან, კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება

 „ჩემი სამუშაო გამოცდილება მთლიანად დაკავშირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტთან. კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება. ასევე, კარგად ვიცნობ იმ საქმეს რომელსაც ვემსა...

დავით ბახტაძე

1755716306

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

 [ქვეშეთი-კობის] პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მის დასრულებას როგორც სატრანზიტოდ, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთ...

კობა გელაძე