პრემიერ-მინისტრი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ელჩებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ირაკლი ყურაშვილს აქვს დიპლომატიის სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

2023-2025 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, 2017-2022 წლებში - არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო 2012-2017 წლებში - შვეიცარიის კონფედერაციაში.

2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს. ირაკლი ყურაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ნიკოლოზ აფხაზავა, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

2012-2017 წლებში ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში, ხოლო 2017-2022 წლებში იკავებდა მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას. ნიკოლოზ აფხაზავას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755759153

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2...

დაკავებადაკავება

1755758314

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას, საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი

„ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი“, - განაცხადა საპა...

ირაკლი ჭეიშვილი

1755756048

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ლორა თორნტონზე: ჩვენ ამ ქალბატონის და ზოგადად, ამ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კრიტიკას

„ჩვენ ამ ქალბატონის და ზოგადად, ამ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ის წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით საქართველოს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კრიტიკას“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპა...

დავით მათიკაშვილი

1755755573

მსოფლიო

მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლორა თორნტონი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშს უწუნებს

მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშს უწუნებს. 2024 წლის ანგარიშს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს დადებითად აფასებს, სოციალურ ქსელ „იქს...

 ლორა თორნტონი

1755753906

მსოფლიო

მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი სკანდალი - ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც პოლიტპატიმრების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს

მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი სკანდალი - მაკკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც პოლიტპატიმრებისა და მძევლების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმა...

მაკკეინის ინსტიტუტი