„ჯორჯიან ეარვეისი“: გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა, ან გამგზავრება არაკანონიერი გზით

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა, ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, საქართველოში მსჯავრდებული ბაჩიაშვილი სპეცრეისით, „აირზენას“ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748592867

ახალი ამბები

სალიმ დანანი - ბოლო 30 წელზე მეტია, საქართველო საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად გარდაიქმნა, ვხედავთ სტაბილურობას, რომელიც არა მხოლოდ გრძელდება, არამედ არის ქვეყნის მიმართულება და სტრატეგია

 ჩვენი აქ ჩამოსვლა უკავშირდება იმ სტაბილურობას, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, სტაბილურობა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ ეს არის ქვეყნის ძირითადი მიმართულება და სტრატეგია, – ამის შესახებ „პეივ ბანკ ჯორ...

სალიმ დანანი

1748592056

საქართველო

ნათია თურნავა: საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია

დღეს, ამ ფორუმის ფარგლებში, შევიკრიბეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ლარის იუბილე, არამედ, იმისთვისაც, რომ ერთად განვიხილოთ გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები. დღეს აქ წარ...

ნათია თურნავ

1748591271

საზოგადოება

ნათია თურნავა: ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა

„დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მზარდი ეკონომიკური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ბოლო წლების მოვლენებმა – პანდემიამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სა...

ნათია თურნავა

1748590413

საქართველო

საქსტატი: აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა, 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8.8%-ით განისაზღვრა

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით...

ხელფასი

1748589554

საზოგადოება

თორნიკე გერლიანი ირაკლი ოქრუაშვილზე: ნათესავს უთხრა, თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, აიღო დანა და ანახვა, ამით გამოგჭრითო ყელსო, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრებმა თორნიკე გერ...

ირაკლი ოქრუაშვილზ