კახა კალაძე: 12 ნოემბრიდან მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, პირისპირ გავესაუბრები თბილისელებს მათ საჭიროებებზე, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწვდენას

„12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათ დღეს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, უკვე თბილისის მერიაში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, რაც მომცემს შესაძლებლობას პირისპირ გავესაუბრო თბილისელებს, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწვდენას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მანვე ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მესამე ვადით დედაქალაქის მართვას ნიშნავს.

„დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, რადგან კარგად ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობაა, მესამე ვადით მოიპოვო თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა, რის საფუძველზეც შეგვიძლია, გავაგრძელოთ ყველა დაწყებული რეფორმა და განვახორციელოთ გეგმები, რაც წინასაარჩევნოდ წარმოგიდგინეთ. ეს არის ერთი მხრივ დასტური იმისა, რომ მივდივართ სწორი გზით - ყველასთვის თვალსაჩინოა ჩვენი ულამაზესი თბილისის სასიკეთო გარდაქმნა და მეორე მხრივ, შესაძლებლობა, მეტი წვლილი შევიტანოთ დედაქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა, თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადო ამისთვის. გაძლევთ პირობას, თქვენი ხმა იქცევა კონკრეტულ საქმედ. იმ სიყვარულს, პატივისცემასა და მხარდაჭერას, რასაც ჩემ მიმართ იჩენთ, კარგი გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ. არ დავიღლებით თქვენს სამსახურში. მზად ვართ, გემსახუროთ თავდაუზოგავად. როგორც იცით, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, ვიმყოფები სხვადასხვა ობიექტზე, სადაც მიმდინარე სამუშაოები გვაქვს. შესაბამისად, მაქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მივდივართ ყველა რაიონში, ყველა უბანზე და უშუალოდ იქ მცხოვრები ადამიანებისგან ვიღებთ ინფორმაციას არსებული პრობლემების შესახებ. ამასთან, აქტიურად ვიყენებ სოციალურ ქსელებს მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის. კიდევ ერთხელ, მადლობა მხარდაჭერისთვის, რასაც წლების მანძილზე ვგრძობ თქვენგან, ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია და მოტივაციას მაძლევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762167787

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში იწყება ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიურინივთიე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1762166814

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა...

შალვა პაპუაშვილი

1762164969

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 4-6 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 👇 როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნ...

ამინდი

1762162337

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი RSF-ზე: სინამდვილეში, რასაც ვერ აკონტროლებს „დიფ სთეითი“, ის არის მიუღებელი და ასეთი ორგანიზაციების გამოყენებით იწევა შემდეგ პროპაგანდისტული კამპანიები

შალვა პაპუაშვილმა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ბოლო ანგარიში შეაფასა, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაშია შეყვა...

შალვა პაპუაშვილი

1762160584

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ ხვალ კომისარი კოსი დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი მათგანი მძიმედ

„ხვალ 4 ნოემბერია, ერთი თვე გავა მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა“, - განაცხადა საქართ...

შალვა პაპუაშვილი