შალვა პაპუაშვილი RSF-ზე: სინამდვილეში, რასაც ვერ აკონტროლებს „დიფ სთეითი“, ის არის მიუღებელი და ასეთი ორგანიზაციების გამოყენებით იწევა შემდეგ პროპაგანდისტული კამპანიები
შალვა პაპუაშვილმა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ბოლო ანგარიში შეაფასა, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაშია შეყვანილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იხსენებს, რომ სწორედ ამ ორგანიზაციამ შერაცხა ნიკა გვარამია ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულ ადამიანად, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლომ ის მიკერძოებაში ამხილა. ამიტომ პაპუაშვილისთვის RSF-ის სიტყვები „ნაკლებად დამაჯერებელია“.
მისივე შეფასებით, საქართველოში პლურალისტური მედიაგარემოა, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ოპოზიციის პარტიული მედია მოქმედებს.
„შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედებს ოპოზიციის პარტიული მედია, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნის ოპოზიციას და მათი დაფინანსებულია. ხაზარაძეს პირდაპირ ჩანთებით მიაქვს ფული ამა თუ იმ ტელევიზიაში. მეორე - საქართველოში მოქმედებს ბრიუსელის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია. შეხედეთ „ნეტგაზეთს“ - ჩვეულებრივად ქცეულია ამ შეუმდგარი პროტესტის პროპაგანდისტად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, როდესაც შუაგულ ევროპაში ევროკავშირის მოქალაქეების ფულით აფინანსებენ ამერიკული სპეცსამსახურების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს - „რადიო თავისუფლებას“ და ამაზე ხმას არ იღებს ორგანიზაცია, რომელიც მედიასთან დაკავშირებით ანგარიშებს წერს, ეს აჩვენებს, რომ ისიც „დიფ სთეითის“ ნაწილია.
„ჩვენ თვალწინ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტი აფინანსებს ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შექმნილ „რადიო თავისუფლებას“ და ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ამაში არანაირი კონსპირაცია არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომელიც „დიფ სთეითმა“ ევროკავშირის ბიუჯეტს გადააბარა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ამგვარი ინსტრუმენტის დაფინანსებაზე უარი თქვა. ახლა ევროკავშირის მხრებზეა პროპაგანდისტების დაფინანსება.
სინამდვილეში, რასაც ვერ აკონტროლებს „დიფ სთეითი“, ის არის მიუღებელი და ასეთი ორგანიზაციების გამოყენებით იწევა შემდეგ პროპაგანდისტული კამპანიები. სიჩქარეში ისიც კი ვერ გადაამოწმეს, ან გამორჩათ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არის გასული და ამ დროს ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა. არ მგონია, რომ ეს პოლიტიკიდან გასვლას ნიშნავდეს. როგორც ჩანს, იყო ჩვეულებრივი დავალება, რომ ჩაესვათ ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამბობს პაპუაშვილი.
1762173555
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ყაზბეგი,“ არადეკლარირებული 1194 გრამი ოქროსა და 18 გრამი ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ყაზბეგი“ - მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც კუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალურ...
1762172573
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ
„ჩინეთის იმპორტის 2025 წლის გამოფენაზე, სადაც საქართველო ტრადიციულად იქნება წარმოდგენილი, ჩინეთის მხარემ წელს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მოგვანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მეწარმეობა, საინვე...
1762170263
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი გაფართოების ანგარიშზე: როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს, ამას ჩვენს საზოგადოებაზე არანაირი გავლენა არ ექნება
სამწუხაროდ ევრო სტრუქტურები საქართველოს ყოველ ჯერზე უსამართლოდ ექცევიან, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვი...
1762167787
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში იწყება ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიურინივთიე...
1762166814
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა...































