კახა კალაძე: ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თავიდანვე განისაზღვრა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერება, რადგან ესაა ინვესტიცია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მომავლისთვის

თბილისის მერმა კახა კალაძემ კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობა შეაჯამა.

პრეზენტაციაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ ბოლო წლებში კულტურის, განათლებისა და სპორტის ხელშეწყობის, ასევე, ახალგაზრდობის მხარდამჭერ, ინფრასტრუქტურულ და საერთაშორისო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„არ არსებობს სფერო, სადაც არ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს უნდა ვისაუბროთ თბილისის მთავრობის პოლიტიკის იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას – ეს ეხება თბილისის კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას. თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა ქართული კულტურის, სპორტის, განათლების უდიდესი კერები და ასეა დღემდე. ეს არის ქალაქი, სადაც ცნობილი ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ქმნიან საქართველოს აწმყოს და საფუძველს უყრიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. რასაკვირველია, ამას სჭირდება ხელშეწყობა, თანადგომა, როგორც სახელმწიფოს, ისე მუნიციპალიტეტის მხრიდან. მეამაყება, რომ ამ მიმართულებით მართლაც უდიდესი ძალისხმევა იქნა გაწეული აბსოლუტურად ყველა დონეზე, რაც ჩანს კიდეც იმ ხელშესახებ შედეგებში, რასაც საქართველომ მიაღწია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე დამსწრე ოლიმპიურ და პარალიმპიურ ჩემპიონებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას, თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ახარებთ ქართველ ხალხს. იცოდეთ, რომ გვეამაყებით. გვეამაყება ის, რასაც აკეთებთ. რა თქმა უნდა, თქვენ გიყურებთ მომავალი თაობები, ახალგაზრდები. ძალიან მნიშვნელოვანია ის ყოველდღიურობა, რაშიც პირადად თქვენ ხართ ჩართული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კულტურის, სპორტის, განათლების მიმართულების გაძლიერება ქალაქისა და ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„მეგობრებო, თბილისი ვერ იქნება განვითარებული ქალაქი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა არ იქნება განათლებული, მოტივირებული და ჩართული ყველა პროცესში; თუ მათთვის არ იქნება პრიორიტეტული ჯანსაღი ცხოვრების წესი; თუ
ისინი არ გაიზრდებიან შემოქმედებით გარემოში. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თავიდანვე განისაზღვრა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით საჭირო პროექტების განხორციელება და ხელშეწყობა, რადგან ესაა ინვესტიცია ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მომავლისთვის. ყველა ნაბიჯი, რაც ამ მიმართულებით გადავდგით, ემსახურება მიზანს - კიდევ უფრო გავაღრმაოთ შესაძლებლობები და თბილისი ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოცხალ კულტურულ და სპორტულ სივრცედ ვაქციოთ.

დღევანდელ პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე, სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1752751376

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 20 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1752748541

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ამ წერილით ევროკავშირმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა

ბრიუსელი ყალბ დილემას გვიყენებდა, მაგალითად, სააკაშვილთან დაკავშირებით - რომ მოკვდეს, რა მოხდებაო. შანტაჟის მთელი იდეაა ცრუ დილემების დაყენება, რასაც, მაგალითად, ელენე ხოშტარია აკეთებდა, როდესაც დაიწყ...

შალვა პაპუაშვილი

1752747132

ახალი ამბები

კახა კალაძე: ეს კანონები კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, ცდილობენ, როგორმე სათავეში მოიყვანონ აგენტურა - ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ

„გრძელდება შანტაჟი, ახალი არაფერია, მზად ვართ დისკუსიისთვის, თუნდაც მოვისმინოთ, რატომ არის ცუდი „გამჭვირვალობის კანონი“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ევროკომისიისგან გამოგზავნილ წერილს, რ...

კახა კალაძე

1752745912

ახალი ამბები

„ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი“ - ქვემო ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური 4 საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,...

 რძის გადამმუშავებელი არალეგალური 4 საწარმო

1752744574

ახალი ამბები

კახა კალაძე: ზოგიერთ მედიას ერთი სიუჟეტი გაუკეთებია ავარიული კორპუსებისთვის რა პროგრამას ვახორციელებთ? უბედურება რომ მოხდება, მხოლოდ მაშინ გამოდიან და ხელს მერიისკენ იშვერენ

„დღეს და გუშინ არ გამხდარა თბილისი ავარიული. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ხომ არაა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრე...

კახა კალაძე