კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.

როგორც კალაძემ მედიას განუცხადა, ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სახელმწიფოსა და საკუთარ ხალხზე.

„გახსოვთ, წლების წინ როდესაც მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, როგორი შემოტევა და ზეწოლა იყო. სხვათა შორის, ეს დღესაც გრძელდება - დღესაც მიზანმიმართულად ვისმენთ არასწორ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გაჯერებულია ტყუილითა და სიცრუით, მიგვითითებენ იმაზე, რომ აღნიშნული კანონები უნდა იყოს გაუქმებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.

გამჭვირვალობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი დემოკრატიის. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ საჭიროა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, თუ ვინ და რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება, რა კონკრეტულ პროექტებზე ეგზავნებათ თანხები, ამის საჯაროობა არის მნიშვნელოვანი.

ისიც, რომ აშშ-ში აღნიშნულ კანონს, რომლის ასლიც ჩვენ გადმოვიტანეთ და ზუსტად ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, დღეს კიდევ უფრო ამკაცრებენ, აბსოლუტურად გასაგებია, რატომ და რისთვის, რადგან მთელ მსოფლიოში ისეთი გამოწვევებია, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ თავსა და საკუთარ ხალხზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789655894

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძირითადად, ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვიმყოფებოდით ხულო-ზარზმის მონა...

რევაზ სოხაძე

1789654521

საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 18 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, დარასელიას ქუჩა N8ა-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1789653631

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება...

მარიამ ქვრივიშვილ

1789653601

მსოფლიო

მარკ კარნი: კანადა და ევროკავშირი უნდა გაერთიანდნენ საკუთარი ბაზრების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად

კანადა და ევროპა უნდა გაერთიანდნენ საკუთარი ბაზრების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად იმ სამყაროში, სადაც აშშ და ჩინეთი დომინირებენ, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ევრ...

მარკ კარნი

1789652979

ახალი ამბები

დმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი...

ზოგადი