კახა კალაძე ღარიბაშვილზე: ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას - არ არის სწორი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით

თბილისის მერი კახა კალაძე სამწუხაროს უწოდებს ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს და აცხადებს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ღარიბაშვილმა პოლიტიკური საქმიანობა რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა და მმართველი პარტიაც დატოვა.

„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო. ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას. იცით, რომ მან პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობაც მიტოვებული აქვს. ამასთან დაკავშირებით, პირადად გააკეთა განცხადება პარტიის ოფისში, რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ინფორმაცია პროკურატურის მიერ გამართული ბრიფინგიდან გაიგო.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან სამწუხარო და დასანანია. დამატებითს ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას. ის ავტომობილები, რომლითაც პრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა, სახელმწიფოს საკუთრებაა. რაც შეეხება ჩარტერული რეისით გადაფრენას, მან ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და დღეს ეს საინტერესო არ არის. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პასუხებს - როგორ წარიმართება ის და დასრულდება. მერე გააკეთეთ დასკვნები. მე მგონი არ არის სწორი და ლამაზი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761300849

ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს. დღევანდელ პროცესს ესწრება...

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი იწყება

1761299970

საზოგადოება

საქართველომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას უმასპინძლა

შავი ზღვის რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მისაღწევად ხელოვნური ინტელექტის როლის საკითხების განხილვას დაეთმო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრი...

საქართველოსაქართველო

1761299009

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაციის საკითხი აგენტურისა და მათი პატრონების „შეიარაღებაში“ ბოლო შესაძლებლობაა, მაგრამ, საზოგადოება უკვე კარგად ხედავს ყველაფერს და ამ „გასროლასაც“ არ ექნება რადიკალებისთვის სასურველი შედეგი

პრაქტიკულად, რევოლუციის ხუთი მცდელობა იყო, რომ ძალადობრივი გზით შეცვლილიყო ის ხელისუფლება, რომელიც გარე ძალებს არ აწყობთ, რადგან არის პრინციპული და იცავს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს,...

დიმიტრი ხუნდაძე

1761297336

ახალი ამბები

კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით: გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული. როგორც მან დღეს ჟურნ...

კახა კალაძე

1761294428

საზოგადოება

რეორგანიზაციის ფარგლებში, განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, - ამის შესახებ...

განათლების სამინისტრო