მაია ბითაძე: ის რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, წინ გადადგმული ნაბიჯია - თავად ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად

ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია - ყველა კითხვას, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ასეთ რეზონანსულ საქმეზე გამოძიება ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ.

„რეალურად, ემოციურად ნამდვილად მძიმეა ისაუბრო ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე, ამ შემთხვევაში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე. ყველა კითხვას, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. იმედი მაქვს, რომ გამოძიების მიმდინარეობის და სასამართლო პროცესების პარალელურად, სრულად გვექნება საშუალება იმისა, რომ მოვისმინოთ დეტალები, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახსნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ჩვენ მოვისმინეთ, იგი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ის, რომ ის უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ სრულიად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს მთელი ის პროცესი, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით წარმართავენ ძალოვანი სტრუქტურები“, - განაცხადა ბითაძემ.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალი დღეს წაუყენა. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის გირაოს, საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარებასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას ითხოვდა.

მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“.

17 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ღონისძიება სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761321454

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჭოუ ციენთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის ს...

მაკა ბოჭორიშვილი

1761321345

ახალი ამბები

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნისმიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედებისფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსმიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომბ...

პროკურატურა

1761319731

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: მთავრობის პრიორიტეტია სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება - სამინისტროში ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა

 საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. სწორედ ამას ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სამინისტროს ცენტრალ...

გივი მიქანაძე

1761317615

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება

დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება, - განაცხ...

ირაკლი ჭეიშვილი

1761315672

ახალი ამბები

პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის...

პროკურატურაა