ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2024 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა.
დოკუმენტის თანახმად, შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების ფარგლებში საქმიანობა შემდეგი რვა ძირითადი მიმართულებით განხორციელდა: ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის მიმართულება, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმების ხელშეწყობა, განათლების უფლების ხელმისაწვდომობა, მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სტატისტიკის წარმოება და მონაცემთა შეგროვება.
მომხსენებელმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა პარლამენტის წევრებს თითოეული მიმართულებით გატარებული ღონისძიებები გააცნო.
კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ ისაუბრა შშმ პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის მიმართულებით 2025 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე და არსებულ გამოწვევებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის პროგრამის დაწყება ძალიან დიდი პროგრესია. მისივე თქმით, დადებით შეფასებას იმსახურებს დეინსტიტუციონალიზაციის საკითხის წარმატებით მიმდინარეობა, რომელიც დიდი ზომის დაწესებულებების დახურვასა და მათი მცირე ზომის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით ჩანაცვლებას გულისხმობს, რაც შშმ პირთა უფლებების რეალიზების, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას მოიცავს.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, სერვისის გაციფრულების გამო, შშმ პირებში სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა.
მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა ბიოფსიქოსოციალური მოდელის სწორად, მიზანმიმართულად და ეტაპობრივად განხორციელებაა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით პროგრესი გვექნება. ბიოფსიქოსოციალური მოდელის განხორციელება კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ამ მიმართულების ეფექტურად განხორციელების შედეგად თითოეული შშმ პირის კეთილდღეობის, ცხოვრების დონისა თუ ხარისხის სტანდარტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, 2024 წელს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა სწორედ ამ სერვისების განხორციელების, სხვადასხვა საკითხის მოწესრიგებისა და ბევრი ნოვატორული პროგრამის დაწყების კუთხით იყო განსაკუთრებული.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დადებითად შეაფასა განხილული ანგარიში.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
1761321454
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჭოუ ციენთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის ს...
1761321345
ახალი ამბებიპროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნისმიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედებისფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსმიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომბ...
1761319731
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: მთავრობის პრიორიტეტია სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება - სამინისტროში ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. სწორედ ამას ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სამინისტროს ცენტრალ...
1761317615
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება
დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება, - განაცხ...
1761315672
ახალი ამბებიპროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის...






























