კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით: გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული.
როგორც მან დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, მთავარია ის, რომ ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, შესაბამის პასუხს მიიღებს.
„ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის. ჩვეულებრივად დავალებას ასრულებენ, ფულს იღებენ ამაში. თქვენ იცით, რომ გარედან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება, მითითებების მიცემა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვინც წავა კანონის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. თქვენ იცით, რომ კანონი გამკაცრებულია - დამრღვევი პირველ ჯერზე იხდის ჯარიმას და რამდენიმედღიანი სასჯელია, ხოლო განმეორებით იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, მაგალითად, თუ გადაკეტავს გზას, ეს კანონით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაულია და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას - რადიკალური ოპოზიციის მიერ ახალი ფინანსური და პოლიტიკური რესურსების საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისკენ შესაძლო წარმართვის შესახებ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უსამშობლო ადამიანები ყოველ ჯერზე აკეთებენ ანტიქართულ საქმეს და ცდილობენ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის დაზიანებას.
„ოპოზიციის მიზანია იმ დავალებების შესრულება, რაც გარედან მოდის. ყველამ ხომ უკვე კარგად გაიგო, თუ ვინ ვინ არის და რას წარმოადგენს, თუნდაც ეს ოპოზიცია - უსამშობლო, ფულზე გაყიდული აგენტურული ქსელი. მათი ძირითადი მიზანია - ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დააზიანონ ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და ამ ქვეყნის მომავალი.
ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების წინ რას აკეთებდნენ - პირდაპირ დარბოდნენ კაბინეტებში და ცდილობდნენ, რომ აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ მომხდარიყო. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის პროცესთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც.
ყოველ ჯერზე ისინი აკეთებენ ანტიქართულ საქმეს, ცდილობენ როგორმე დააზიანონ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი.
ამ ადამიანებს შესაბამისი ადგილი მიუჩინა ქართველმა ხალხმა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აგენტურული ქსელის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ყველა უსამშობლო ადამიანს, ყველა აგენტურას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1761300849
ახალი ამბებისაქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს. დღევანდელ პროცესს ესწრება...
1761299970
საზოგადოებასაქართველომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას უმასპინძლა
შავი ზღვის რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მისაღწევად ხელოვნური ინტელექტის როლის საკითხების განხილვას დაეთმო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრი...
1761299009
საზოგადოებადიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაციის საკითხი აგენტურისა და მათი პატრონების „შეიარაღებაში“ ბოლო შესაძლებლობაა, მაგრამ, საზოგადოება უკვე კარგად ხედავს ყველაფერს და ამ „გასროლასაც“ არ ექნება რადიკალებისთვის სასურველი შედეგი
პრაქტიკულად, რევოლუციის ხუთი მცდელობა იყო, რომ ძალადობრივი გზით შეცვლილიყო ის ხელისუფლება, რომელიც გარე ძალებს არ აწყობთ, რადგან არის პრინციპული და იცავს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს,...
1761295551
ახალი ამბებიკახა კალაძე ღარიბაშვილზე: ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას - არ არის სწორი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით
თბილისის მერი კახა კალაძე სამწუხაროს უწოდებს ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს და აცხადებს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. როგორც მან შესაბამისი შეკით...
1761294428
საზოგადოებარეორგანიზაციის ფარგლებში, განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, - ამის შესახებ...


























