საქართველომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას უმასპინძლა
შავი ზღვის რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მისაღწევად ხელოვნური ინტელექტის როლის საკითხების განხილვას დაეთმო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 66-ე სხდომა, რომელიც ბორჯომში გაიმართა. საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების კანონმდებლებმა დისკუსიის ფორმატში, ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობაზე სამართლებრივი საკითხები განიხილეს და არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა სოფია ვულტეპსიმ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა გარკვეული ინსტრუმენტების და სამართლებრივი ნორმების შემუშავებას საჭიროებს.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონს ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობისთვის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.
„ჩვენს ქვეყნებს მსგავსი გამოწვევები აქვთ - ეკონომიკური ტრანსფორმაციიდან და ციფრული ინფრასტრუქტურის გამომწვევებიდან დაწყებული განათლებისა და მმართველობის რეფორმებით დამთავრებული. რეგიონული კავშირის გაუმჯობესებით, მდგრადი რესურსების მართვით და ინოვაციებზე ორიენტირებული ზრდით ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგვეხმაროს ამ გამოწვევების უფრო ეფექტურად მოგვარებაში.
შავი ზღვის რეგიონი შეიძლება გახდეს რეგიონული ცენტრი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის, სადაც ქვეყნები ერთად მუშაობენ ეთიკური ჩარჩოების, მონაცემთა გაზიარების სტანდარტებისა და პარტნიორობის შესაქმნელად. ხელოვნურ ინტელექტში ერთობლივი ინიციატივები გააუმჯობესებს კიბერუსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ციფრულ ვაჭრობას და მდგრად ინდუსტრიებს, რაც საბოლოოდ სარგებელს მოუტანს ხალხს“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველო ეროვნული პოლიტიკის ჩარჩოს შექმნის საწყის ეტაპზეა.
„ამ ჩარჩოს მიზანია ინოვაციებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების უსაფრთხოდ დანერგვის ხელშეწყობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ხელოვნური ინტელექტისგან საზოგადოებამ სარგებელი მიიღოს. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოს პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება, რომელიც ასახავს თუ როგორ შეუძლია ჩვენს ქვეყანას ტექნოლოგიების გამოყენება მომავალზე ორიენტირებული გზით“, - განაცხადა მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, საქართველო ერთგულია იდეის, რომ ტექნოლოგია ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით. ამ მიზნით, საქართველო ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ჩარჩო კონვენციას შეუერთდა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ინოვაცია ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი გახდეს ინკლუზიური ზრდის, უკეთესი მმართველობისა და უფრო ძლიერი საზოგადოების ინსტრუმენტი. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ ერთად გავაგრძელოთ მუშაობა — ცოდნის გაცვლის, პარტნიორობის განმტკიცებისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინოვაციები ხელს შეუწყობს უფრო ღია, კვალიფიციურ და მომავალზე ორიენტირებულ რეგიონს. ამით ჩვენ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონში პროგრესის, კეთილდღეობისა და ადამიანური განვითარების ნამდვილ მამოძრავებელ ძალად ვაქციოთ“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობაზე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ისაუბრა.
„დღეს გლობალური ეკონომიკა ახალ ფაზაში შედის, სადაც ხელოვნური ინტელექტი და განვითარებული მონაცემთა ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. Goldman Sachs-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ შეიძლება გლობალური მშპ დაახლოებით 7%-ით გაზარდოს, ხოლო McKinsey პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის ამ სექტორში ინვესტიციები 7 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს და მონაცემთა ცენტრებზე გლობალური მოთხოვნა მომდევნო ხუთ წელიწადში 3.5-ჯერ გაიზრდება“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, ამგვარი გარდაქმნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფები, განახლებადი ენერგიის წარმოების მაღალი წილი, ხელსაყრელი კლიმატი და მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობა მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარებისათვის იდეალურ პირობებს წარმოადგენს.
„საჯარო სერვისების სრულად გაციფრებული სისტემა და გამჭვირვალე მონაცემთა მმართველობა საშუალებას გვაძლევს ეკონომიკური ზრდისათვის ეს ინფრასტრუქტურა ახალ პლატფორმად ვაქციოთ“, - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე ექვსი ქვეყნის - საქართველოს, საბერძნეთის, რუმინეთის, თურქეთის, ბულგარეთის და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებმა რეკომენდაციების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც საბოლოო რეზოლუციის მოსამზადებლად გენერალურ ასამბლეას გადაეცემა. გადაწყვეტილებები მიიღეს ასევე კომიტეტის მომდევნო სხდომის ჩატარების საკითხზეც.
1761321454
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჭოუ ციენთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის ს...
1761321345
ახალი ამბებიპროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნისმიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედებისფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსმიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომბ...
1761319731
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: მთავრობის პრიორიტეტია სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება - სამინისტროში ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. სწორედ ამას ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სამინისტროს ცენტრალ...
1761317615
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება
დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება, - განაცხ...
1761315672
ახალი ამბებიპროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის...






























