შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს - გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას
„რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს. კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება ქართველ პოლიტიკოსს აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, გვარამიამ ფაშინიანის მაგალითი მოიხმო, რომელიც აზერბაიჯანთან მთელ რიგ დათმობებზე წავიდა“, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი წერს სოციალურ ქსელში.
კუჭაშვილის განცხადებით, გვარამია გამიზნულად აკავშირებს ორ კონფლიქტს ერთმანეთთან, ისე რომ აფხაზეთი წარმოჩნდეს „განგრენად“, რომლისგანაც ერი უნდა გათავისუფლდეს.
კუჭაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს ნიკა გვარამიას განცხადებით აღფრთოვანებულ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორ თამთა მიქელაძეზე, რომელიც სხვებს ურჩევს, რომ პოლიტიკურ პროცესში შემოვიდეს აფხაზეთის თემა, ოღონდ წარმოჩნდეს „პრობლემად“, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდე. კუჭაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვენ დრონებით დაბომბვას ენგურზე, რამდენადაც მათ არც ხალხი და არც ტერიტორიები არ ადარდებთ.
„რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს. კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება ქართველ პოლიტიკოსს აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, გვარამიამ ფაშინიანის მაგალითი მოიხმო, რომელიც აზერბაიჯანთან მთელ რიგ დათმობებზე წავიდა. გვარამიას აზრით, ამით სომეხმა ლიდერმა სომხეთი „ისტორიული ტრავმებისგან“ გაათავისუფლა. ეს ყოვლად უადგილო შედარებაა: თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყარაბაღის შემთხვევაში საქმე გვაქვს აზერბაიჯანის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩნდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. საყურადღებოა, რომ გვარამიას განცხადებას უმალვე ეხმაურება უცხოეთიდან დაფინანსებული „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე, რომელიც სხვა პოლიტიკოსებსაც ურჩევს მსგავსი განცხადებების გაკეთებას. ამით მათ, ფაქტობრივად, დირექტივას აძლევს, რომ პოლიტიკურ პროცესში აფხაზეთის თემა შემოვიდეს, ოღონდ ამ ძალიან მძიმე ფორმით - აფხაზეთი, როგორც პრობლემა, რომელიც არ გვარდება და რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. აი, ამიტომ ითხოვენ ბომბებს ენგურის ხიდზე - არც ჩვენი ხალხი ადარდებთ და არც ჩვენი ტერიტორია. მით უფრო, არ ადარდებთ იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლის სასიკეთოდ მოგვარებაშიც ქართული ბიზნესის ღირსეული ნაწილი დროულად ჩაერთო“, - წერს კუჭაშვილი.
1786951425
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა საშიში პრეცედენტია
„ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი...
1786951303
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე თამთა მიქელაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გ...
1786950407
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ?
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აფხაზეთის თემაზე საუბრის...
1786948674
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...
1786948470
საზოგადოებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
18 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ზემო ვაკის სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 18 აგვისტოს...






























