კახა კალაძე მარკო რუბიოს პოზიციაზე: ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ და მოლოდინიც არის
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შორის შემდგარი კონტაქტისას გაჟღერებული გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც მან დღეს მედიას განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი აშშ-თან მიმართებით და პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებისთანავე, გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე ახალი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პირობებში.
„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ, დავიწყოთ ახალი ფურცლით, მოვახდინოთ გადატვირთვა. საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის მზად არის და მივესალმებით ამ დამოკიდებულებას, რაზეც იყო საუბარი. მოლოდინიც, რა თქმა უნდა, არის.
საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი და ვამბობთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი გახლავთ, მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი.
პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პატივი უნდა სცენ ჩვენს წარსულს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ამასთან ვთქვით, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით.
ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, კატეგორიულად მიუღებელი იყო იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, არასამართლიანი დამოკიდებულება, სიცრუე, თუნდაც იგივე სანქციებთან დაკავშირებით - არანაირი არგუმენტი და განმარტება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან, ასევე, არ გამორიცხა, რომ ურთიერთობების გადატვირთვას კიდევ დასჭირდეს დრო.
1770631288
მსოფლიონორვეგიელი დიპლომატი მონა იული ეპშტეინთან კავშირების გამო თანამდებობას ტოვებს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გავლენიანი ელჩი მონა იული, სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო თანამდებობას დატოვებს. Reuters-ის ინფორმაციით, სამინისტრომ იული დრო...
1770630029
ახალი ამბებიკახა კალაძე: შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად ამოწმებს უწყების ყველა სამსახურს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
„თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - ამის შესახებ დედაქალ...
1770629561
ახალი ამბებიკახა კალაძე ევროკომისიის კვლევაზე: რა თქმა, საქართველოს რეგიონში ერთგვარი დერეფნის როლი აკისრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
„მართალია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს წინსვლას, ობიექტურად აფასებს, თუმცა ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჩვენთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის...
1770628668
ახალი ამბებიპრეზიდენტი: მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და შეუსაბამო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მილანში იმყოფებოდა, სადაც ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე მარკო რუბიოს და ჯეი დი ვენსს ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტ...
1770626036
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტურად გამოყენების სა...































