საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა. 

ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გადის. საწყის ორ მატჩში განცდილი ორი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, პირველ რიგში დანიის გადასწრება სჭირდება.

„კალათბურთელებს კარგად ესმით მატჩის მნიშვნელობის შესახებ. მაქსიმალური ენერგია უნდა ჩავდოთ და გამოვიყენოთ ჩვენი ათლეტურობა“, – განაცხადა „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა.

როდესაც „ენერგიის ჩადებაზეა“ ლაპარაკი, უნდა ვახსენოთ თორნიკე შენგელია, რომელმაც 25 თებერვალს ევროლიგაზე „ბარსელონას“ მაისურით ითამაშა, 26-ში კოპენჰაგენში გადაფრინდა და 27-ში დანიის წინააღმდეგ ითამაშა. თან როგორ – ძალიან მძიმე პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა 7-ქულიანი უპირატესობა რომ მოიპოვა (39:32), სწორედ კაპიტნის დამსახურება იყო, რომელმაც საწყის 20 წუთში 18 ქულა ჩააგდო.

პირველ ტაიმში როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს პერიმეტრიდან ტყორცნები არ მისდიოდა. საქართველოს ნაკრებს 8-დან 2 სამიანი ჰქონდა ჩაგდებული, დანიას – 12-დან 2. თამაშის ბედი სწორედ სამქულიანებმა მესამე პერიოდში გადაწყვიტა. 10-წუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა 12 სამიანი სტყორცნა და 8 ჩააგდო. აქედან 4 ალექსანდრე მერკვილაძის ანგარიშზეა, რომელიც ქუთაისელია, კარიერის დიდი ნაწილი კოლეჯების ლიგაში გაატარა და ევროპაში პროფესიული კალათბურთის სათამაშოდ ამ სეზონში დაბრუნდა. 23 წლის მერკვილაძეს მესამე პერიოდში 4-დან 4 სამქულიანი ჰქონდა. ყველაზე მთავარი – ეს მისი სადებიუტო მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში.

დუდა სანაძემ სამი, გიორგი ოჩხიკიძემ ერთი სამიანი მიაყოლეს და საქართველოს ნაკრებმა მეოთხე პერიოდის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 77:47.  ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

ბოლო რაუნდში საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს ისევ დანიასთან, 2 მარტს თბილისში გამართავს. შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 21 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772215379

ახალი ამბები

უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება. ტექნიკური მარილით მუშავდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეო...

უხვი ნალექი

1772212272

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: ყოველი ახალი სანქცია, ის დიდი თეთრი იმედია, რომელსაც ჩვენი შიდა აგენტურა მოელის ხბოს თვალებით, მაგრამ როგორც ფსიქოპათი არ იღებს თავის დიაგნოზს, ისე ვერ შეიგნეს, რომ ყოველ ჯერზე ვაფორთხიალებთ

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, „postv“-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია მოკრივე ჯეკ ჯონსონის ისტორიას იხსენებს, თუ რა გზა გაიარა, როგორ გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც მსოფლიო ჩე...

ბაჩო ოდიშარია

1772212021

ახალი ამბები

დომინიკელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა

დომინიკელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. დომინიკელთა რესპუბლიკა დღეს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავს...

დომინიკელთა რესპუბლიკა

1772211937

ახალი ამბები

ლაშა გეგეჭკორი: მიღებულია გადაწყვეტილება მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის რეგიონული ცენტრების მშენებლობის დაწყების შესახებ - მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N 412 განკარგულების შესახებ გან...

ლაშა გეგეჭკორი

1772208843

ახალი ამბები

ტელეკომპანია „იმედი“: ჩვენი ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზები და დომეინის რეგისტრატორი რჩება ზუსტად იქ, სადაც აქამდე იყო - საქართველოში!

„გვსურს გამოვეხმაუროთ პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი რუსულ სერვერსა და დომეინზე გადავიდა. რეალურა...

იმედის ტელევიზია