„პირველი ნომერი შეიძლება მამარდაშვილიც იყოს“ - სლოტი „ლივერპულის“ მეკარეებზე
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ვესტ ჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მეკარეების შესახებ ისაუბრა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდში ამ პოზიციაზე ძალიან კარგი მდგომარეობაა და ალისონის გარდა, გიორგი მამარდაშვილსაც შეუძლია პირველი ნომრობა.
„იდეალურ სამყაროში მეკარე არ გჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენად კარგად იცავ თავს, რომ არ გჭირდება მეკარე, რომელიც მნიშვნელოვან სეივებს აკეთებს. თუმცა ჩვენთვის კარგია, რომ თუ მეკარე გვჭირდება, ის შესანიშნავი გვყავს. ალისონი უკვე შვიდი წელია აქ თამაშობს. კარგია, რომ არა მხოლოდ ერთი კარგი მეკარე გვყავს, არამედ გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც, ასევე, შეიძლება პირველი ნომერი იყოს.
გუნდი მეკარეების მხრივ ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ასეა მრავალი წელია. სანამ გიორგი ჩვენთან იქნებოდა, კელეჰერი გვყავდა და ის ძალიან კარგად თამაშობდა, ისევე, როგორც ახლა „ბრენტფორდში“ თამაშობს. თუმცა, ალისონი ყოველთვის პირველი ნომერი იყო და ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად კარგია ის, თუ მას შეუძლია კელეჰერის და გიორგის უკან ჩამოტოვება“, - განაცხადა სლოტმა.
1772215379
ახალი ამბებიუხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ
თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება. ტექნიკური მარილით მუშავდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეო...
1772212272
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: ყოველი ახალი სანქცია, ის დიდი თეთრი იმედია, რომელსაც ჩვენი შიდა აგენტურა მოელის ხბოს თვალებით, მაგრამ როგორც ფსიქოპათი არ იღებს თავის დიაგნოზს, ისე ვერ შეიგნეს, რომ ყოველ ჯერზე ვაფორთხიალებთ
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, „postv“-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია მოკრივე ჯეკ ჯონსონის ისტორიას იხსენებს, თუ რა გზა გაიარა, როგორ გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც მსოფლიო ჩე...
1772212021
ახალი ამბებიდომინიკელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა
დომინიკელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. დომინიკელთა რესპუბლიკა დღეს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავს...
1772211937
ახალი ამბებილაშა გეგეჭკორი: მიღებულია გადაწყვეტილება მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის რეგიონული ცენტრების მშენებლობის დაწყების შესახებ - მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N 412 განკარგულების შესახებ გან...
1772208843
ახალი ამბებიტელეკომპანია „იმედი“: ჩვენი ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზები და დომეინის რეგისტრატორი რჩება ზუსტად იქ, სადაც აქამდე იყო - საქართველოში!
„გვსურს გამოვეხმაუროთ პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი რუსულ სერვერსა და დომეინზე გადავიდა. რეალურა...































