ბაჩო ოდიშარია: ყოველი ახალი სანქცია, ის დიდი თეთრი იმედია, რომელსაც ჩვენი შიდა აგენტურა მოელის ხბოს თვალებით, მაგრამ როგორც ფსიქოპათი არ იღებს თავის დიაგნოზს, ისე ვერ შეიგნეს, რომ ყოველ ჯერზე ვაფორთხიალებთ

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, „postv“-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია მოკრივე ჯეკ ჯონსონის ისტორიას იხსენებს, თუ რა გზა გაიარა, როგორ გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და როგორ გამოაცხადეს მასზე უსამართლო დევნა.

ოდიშარია პარალელს ავლებს თანამედროვე პოლიტიკურ ვითარებასთან და ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ საქართველოს ახლაც ისე უყურებს, როგორც უყურებდნენ ჯეკ ჯონსონს, „როგორც უუფლებო მაიმუნს, რომელმაც გაბედა და სუვერენიტეტი მოიპოვა“.

ის ფიქრობს, რომ გარე ძალების ზეწოლა და დასჯის მექანიზმები საბოლოოდ ყოველთვის უშედეგოდ დასრულდება.

„იყო ასეთი ამერიკელი მოკრივე, ჯეკ ჯონსონი, 1908 წელს, ჯონსონი გახდა პირველი შავკანიანი ვინც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა მძიმე წონაში. ამ დროს შავკანიანებს მოგეხსენებათ როგორ ულხინდათ. მიზეზი, რის გამოც მას საერთოდ მისცეს ტიტულზე ბრძოლის უფლება, იყო მეტოქე თეთრის ამპარტავნება, დაემტკიცებინა რომ ნებისმიერს გალახავდა. შედეგად ჯონსონმა სახით რინგზე ჯექსონ პოლოკის ტილო დაახატვინა სისხლით და დორბლით.

განრისხდა თეთრი ამერიკა. დაიწყეს ძიება თეთრი მოკრივის, ვინც თავგასულ ჯონსონს ტიტულს ჩამოართმევდა. ასეთი მებრძოლის ძიებაში, დაიბადა ტერმინი „დიდი თეთრი იმედი“- Great white hope. უბრალოდ ჯონსონმა ეს „დიდი თეთრი იმედიც“ უმოწყალოდ გალახა. საბოლოოდ ტიტული მას ვერავინ ჩამოართვა და კონგრესის ძალით მოუხდათ მასზე ყოვლად უსამართლო დევნის გამოცხადება, უსაფუძვლო ბრალის წაყენება, რომელი ბრალის აბსურდულობაც ასი წლის შემდეგ აღიარეს და ჩამოაწერეს. ასე შემოგვყურებს დიფ სთეითი ჩვენ დღემდე, როგორც უყურებდა ჯეკ ჯონსონს, როგორც უუფლებო მაიმუნს, რომელმაც გაბედა და სუვერენიტეტი მოიპოვა.

ყოველი ახალი სანქცია, ის დიდი თეთრი იმედია, რომელსაც ჩვენი შიდა აგენტურა მოელის ხბოს თვალებით. მაგრამ როგორც ფსიქოპათი არ იღებს თავის დიაგნოზს, ისე ვერ შეიგნეს, რომ ყოველ ჯერზე ვაფორთხიალებთ“- წერს ოდიშარია სოციალურ ქსელში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772207237

ახალი ამბები

პაატა კვიჟინაძე: უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და მივაღწიოთ ცხოვრების ისეთ დონეს, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

რამდენიმე წლის წინ, ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა კარაგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოს, რათა მათ შეწყვიტონ უკრაინის დახმარება და ომი რუსეთის გამ...

პაატა კვიჟინაძე

1772206121

ახალი ამბები

დიდმა ბრიტანეთმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალი დროებით გაიყვანა

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ვითარების გამო, დროებით გაიყვანა თავისი პერსონალი ირანიდან. „ჩვენი საელჩო დისტანციურად აგრძელებს მუშაობას“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინი...

დიდი ბრიტანეთი

1772203688

ახალი ამბები

მაჭავარიანი: 2022 წელს ბორის ჯონსონმა ჩაშალა მოლაპარაკება, რომელსაც მიაღწიეს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა, მან უკრაინელი ხალხი მოატყუა, რომ დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ და დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ

სამწუხაროდ, ვატყობთ, რომ ეს ომი ვერ სრულდება მიუხედავად ბატონი დონალდ ტრამპის ბევრი და სერიოზული მცდელობისა. რაც უფრო ხანგრძლივია ეს ომის, კიდევ უფრო მეტი გახანგრძლივება სჭირდებათ, ვინაიდან ის ძალები,...

ლევან მაჭავარიანი

1772203026

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე

ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...

ლევან მაჭავარიანი

1772202679

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „...

ლევან მაჭავარიანი