კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სიახლე არ ყოფილა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება უცხოელი პარტნიორების დაკვეთით შეიქმნა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას აღნიშნა, ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ.
„მოცემულობა მარტივია, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. ჩვენ ამაზე ისედაც ვსაუბრობდით. პირდაპირ ვთქვით, რომ არიან გარე ძალები, რომლებიც შიდა ძალებს მართავენ. გარედან რასაც ეტყვიან და დაავალებენ, ვალდებულები არიან, რომ გააკეთონ. მათ კითხვის დასმის უფლებაც კი არ აქვთ. ქვეყანაში ჩვეულებრივი აგენტური ქსელია შექმნილი. ბოლო წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ამ მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად. შესაბამისად, დღეს ეტყვიან ცალ-ცალკე უნდა იყოთო, ხვალ ეტყვიან გაერთიანდით პლატფორმაზეო და ისინიც ასრულებენ.
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანდებიან, თუ ცალ-ცალკე იქნებიან. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, ეს ყველაფერი საიდან და როგორ იმართება და ვინ არიან ამ ჯგუფების პატრონები. არავის გაუკვირდეს ის ფაქტი, რომ მსგავსი აგენტურული დაჯგუფებები ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი და ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან მოღალატეები არიან, ემსახურებიან თავიანთ პატრონებს და ატარებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს”, - განაცხადა კახა კალაძემ.
1773738683
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან
„მთავარი მიღწევა, რომლითაც მიმდინარე მოწვევის პარლამენტმა უკვე შეუძლია, რომ იამაყოს, არის იმ კანონების მიღება, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ დემოკრატიის გაძლიერების და ინსტიტუციური მოწყობის კონ...
1773738271
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმ...
1773738244
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან...
1773737872
საზოგადოებამეუფე შიო: გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შ...
1773736834
საზოგადოებარეგიონებში ქვეყნის მასშტაბით სკრინინგის უფასო აქციები დაიწყო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რეგიონებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო - მოქალაქეები, სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ: ინფექციური და...



























