შალვა პაპუაშვილი: დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან
„მთავარი მიღწევა, რომლითაც მიმდინარე მოწვევის პარლამენტმა უკვე შეუძლია, რომ იამაყოს, არის იმ კანონების მიღება, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ დემოკრატიის გაძლიერების და ინსტიტუციური მოწყობის კონსტიტუციურ ჩარჩოში დასაბრუნების თვალსაზრისით. მნიშვნელოვნად გაძლიერდა ხალხის პირდაპირი მანდატი საკანონმდებლო მუშაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ იმ ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც საკონსტიტუციო ორგანოებს დაუბრუნდათ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.
„დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის არსს. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინსტიტუციურ ცვლილებებს, სადაც წარსულში ასევე გვქონდა კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების გამოშიგვნის და ფრაგმენტაციის თავსმოხვეული ტენდენცია. დღეს ეს პრაქტიკა იცვლება. სხვა ცვლილებებთან ერთად, გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მისი ფუნქციები საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინტეგრირდა.
სულ რაღაც რვა თვის წინ ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელმაც უკვე არსობრივად შეცვალა პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობა და შინაარსი. განსაკუთრებით უნდა გამოვყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება. მაგალითისთვის, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ინტერპელაცია, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია უკვე არა გამონაკლისი, არამედ ლამის საპარლამენტო ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა.
რეგლამენტის ცვლილებების ფარგლებში, ასევე, უარი ეთქვა არასისტემურ და ხელოვნურ ინსტრუმენტებზე, რომლებითაც მანამდე ხორციელდებოდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია. კერძოდ, საბჭოებისა და თემატური მოკვლევების ნაცვლად, რეგულაციების დახვეწის შედეგად, პირველად ამუშავდა დროებითი კომისიის კონსტიტუციური ინსტრუმენტი. ამჟამად პარლამენტში შექმნილია ორი ამგვარი კომისია - ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია და ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია. ორივე ამ კომისიის მუშაობის ინტენსიურობას საზოგადოება თავად ადევნებს თვალს.
თუმცა, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, კვლავ იყო პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში. ვიწრო თუ ფართო რეგიონში არსებული ომებისა და კონფლიქტების ფონზე, მისი ეს როლი სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1773741545
საზოგადოებაჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე: ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით
ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით, - განაცხადა მედიასთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს კათოლიკო...
1773739863
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: გთავაზობთ, რომ 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო...
1773739767
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინ...
1773738271
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმ...
1773738244
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან...





























