მეუფე შიო: გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მოისმინა.
„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება ღვთის შეწევნით. ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, მის ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.
პატრიარქის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური თუმცა საყურადღებო რჩება.
1773739767
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინ...
1773738683
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან
„მთავარი მიღწევა, რომლითაც მიმდინარე მოწვევის პარლამენტმა უკვე შეუძლია, რომ იამაყოს, არის იმ კანონების მიღება, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ დემოკრატიის გაძლიერების და ინსტიტუციური მოწყობის კონ...
1773738271
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმ...
1773738244
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან...
1773736834
საზოგადოებარეგიონებში ქვეყნის მასშტაბით სკრინინგის უფასო აქციები დაიწყო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რეგიონებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო - მოქალაქეები, სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ: ინფექციური და...




























