შალვა პაპუაშვილი: წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს - ამ საიუბილეო წელს ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
„ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ქრისტიანული რწმენა საუკუნეების განმავლობაში მარტოებმა, მტრულ გარემოში, ქრისტიანულ სამყაროს მოწყვეტილებმა გამოვატარეთ და დღემდე მოვედით. ვერავითარი არჩევანი საკუთარი იდენტობის, მრწამსის და თვითმყოფადობის დათმობის ხარჯზე ჩვენ ვერ გვექნება“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
მისი განცხადებით, ეს არის მადლიერების წელი ღვთის მიმართ, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და მომავლის გააზრების წელი, თუ როგორ უნდა გავიაროთ ის ახალი ჟამი.
„ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი მიწა, ჩვენი წინაპრების ნაფეხურები და ჩვენი შვილების მომავალი.წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. ეს იქნება განსაკუთრებული წელი, როდესაც შეგვეძლება კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ თუ ვინ ვართ დღეს, რანი ვიყავით გუშინ და რანი ვიქნებით ხვალ. ეს არის მადლიერების წელი ღვთის მიმართ, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და მომავლის გააზრების წელი, თუ როგორ უნდა გავიაროთ ის ახალი ჟამი, რომელიც სწორედ ახლა, ჩვენს თვალწინ იბადება. ამ საიუბილეო წელს ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის ჯანმრთელობისა და მხნეობისთვის დღეს მთელი საქართველო ლოცულობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1773742523
ახალი ამბებისაბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შ...
1773741563
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 4 წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ხმამაღლა ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და კრიზისის პოლიტიკურ ეპიცენტრში დაებრუნებინა მთავარი ცნება
„ორიოდე კვირის წინ შესრულდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ვუყურებთ ომის ქარცეცხლში გახვეულ ევროპას. ოთხი წელია ვუყურებთ მის ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფოს ტრაგედიას და ევროკავშირის უუნარობას, გაუმკლავდეს სულ...
1773741545
საზოგადოებაჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე: ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით
ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით, - განაცხადა მედიასთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს კათოლიკო...
1773739863
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: გთავაზობთ, რომ 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო...
1773739767
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინ...




























