პაპუაშვილი: ჰიბრიდული და კოგნიტიური მექანიზმების გამოყენებით სხვათა სასარგებლო პროცესში უნდა ჩავბმულიყავით და დაგვეჯერებინა, რომ მარცხი გამარჯვებაა, ტყუილი სიმართლეა და სიტყვიერი გამხნევება ბრძოლის ველზე გამოსადეგი იარაღი
ჰიბრიდული და კოგნიტიური მექანიზმების გამოყენებით ეს როლი „სიხარულით“ უნდა შეგვესრულებინა: გაშლილი დროშებითა და სოლიდარობის ჯაჭვებით სხვათა სასარგებლო პროცესში ჩავბმულიყავით; დაგვეჯერებინა, რომ მარცხი გამარჯვებაა, სიკვდილი სიცოცხლეა, ტყუილი სიმართლეა და სიტყვიერი გამხნევება ბრძოლის ველზე გამოსადეგი იარაღი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენის დროს.
სპიკერის განცხადებით, მათ უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ქვეყანას ერთხელ უკვე ძვირად დაუჯდა, უპასუხისმგებლო და უცხოების მაამებელი მმართველის ხელში. შედეგები კი, როგორც მაშინ, სისხლით, მიწით და მომავლით უნდა გადაეხადათ.
,,მაგრამ, ჩვენ ვართ უძველესი ერი, საუკუნეთა ქარტეხილებში გამოვლილი ხალხი, ჩვენში დევს ჩვენი გმირი წინაპრების ოფლითა და სისხლით მონაპოვარი სიბრძნე და ვიცით, რომ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი თავი ჩვენივე გადასარჩენია. ჩვენ აღარ ჩავდგით ფეხი დაგებულ ხაფანგში და რაც მთავარია, ჩვენ აღმოგვაჩნდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ აგვეხსნა ჩვენი ხალხისთვის, რა იყო თეთრი და რა იყო შავი, რა იყო სიმართლე და რა იყო სიცრუე, გაგვერჩია მტერი და მოყვარე, მართალი და მზაკვარი. ხალხმა მოგვისმინა, ხალხი გვენდო, ხალხმა აირჩია სიმართლე და მხარი დაგვიჭირა.
ეს მხარდაჭერა არის ჩვენი უძლეველი ფარი, ჩვენი რწმენისა და სიმტკიცის საფუძველი, რომ აქ, ამ დარბაზში ჩვენ ვდგავართ ჩვენი ერის, ჩვენი მომავლის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის სადარაჯოზე. ამ დარბაზში ჩვენი მუშაობის ყოველი დღე არის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და დამოწმება იმისა, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხმა მოგვცა ეს მანდატი და ვერავითარი გარე ჩარევა ვერ შეცვლის ხალხის ამ ნებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1773738271
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმ...
1773738244
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან...
1773737872
საზოგადოებამეუფე შიო: გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შ...
1773736834
საზოგადოებარეგიონებში ქვეყნის მასშტაბით სკრინინგის უფასო აქციები დაიწყო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რეგიონებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო - მოქალაქეები, სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ: ინფექციური და...
1773735920
ახალი ამბებიკახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სიახლე არ ყოფილა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება უცხოელი პარტნიო...



























