კახა კალაძე: საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ქვეყნის ლიდერების ვიზიტები მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას არ აქვს ალტერნატივა.
„საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. იმის გათვალისწინებითაც, თუ რა მძიმე პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. ქვეყნის ლიდერების მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან განსხვავებით, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები შუა დერეფნის კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე მიზანმიმართულად არ საუბრობენ.
„ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოს გამოყენება აღნიშნულ დერეფანზე სასურველია. ის, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს როლს ამ კუთხით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში შანტაჟი, შეურაცხყოფა და მუქარა მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს დამოკიდებულება მიუღებელია.
ვიცით, ამის მიზეზიც - არ გადავდგით ის ნაბიჯები, რაც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის, ამიტომაც აქვთ აგრესიული დამოკიდებულება საქართველოსადმი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1775543563
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედე...
1775542993
მსოფლიოტრამპი ირანთან სამშვიდობო გეგმას უარყოფს და ქვეყანას „ქვის ხანაში“ გადაყვანით იმუქრება - NYT
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შუამავლების მიერ წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ იყო, თუმცა გააფრთხილა, რომ ის „საკმარისად კარგი ა...
1775541853
ახალი ამბებისოზარ სუბარი: პირველი ტყვიის გავარდნის შემდეგ სამყარო იცვლება და სხვა რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება, ომს მოაქვს სისხლი, ნგრევა, განადგურება და ამის თავიდან აცილებაზე დიდი ამოცანა ჩვენ არ გაგვაჩნია
სამხრეთ კავკასიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მსოფლიო პოლიტიკაში რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან. როგორც სუბარმა განა...
1775539643
ახალი ამბებიარქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ამ დღეს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას - ყველა ტაძარში ტარდება სადღესასწაულო მსახურება
ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი. ამ დღეს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას, - განაცხადა სამების საკ...
1775538352
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის, აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყანაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმ...































