კახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარმოებელი კომპანია ვერ იღებს პასუხისმგებლობას.
ამის შესახებ მან აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, მედიკამენტს ე.წ. შავი ჩარჩოს გაფრთხილება მიენიჭა.
„გულწრფელად გეტყვით, დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა, რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე ინფორმაცია, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თავად ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე.
ყველანაირ პოლიტიკას დავანებოთ თავი, ადამიანურად ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - განაცხადა კახა კალაძემ.
1776679064
ახალი ამბებიგეკა გელაძემ ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოე...
1776677572
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: მივესალმები დამნაშავე პოლიტიკური ძალების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პარტიის დამატებას - ეს ვერდიქტი ბოკერიაზე არ გავრცელდეს, ყოვლად წარმოუდგენელია
„პირადად ჩემთვის გასაკვირი და აღმაშფოთებელი იყო, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რატომღაც გვერდი აუარა ბოკერიას პერსონას და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ბოროტების...
1776674788
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველამ ყველაფერი ვიცით, პატარა ქვეყანა ვართ, ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ
ღია წყაროებიდანაც ჩანს, რომ იგორ ბლაჟევიჩი ევროკომისიის ფულით ფინანსდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ადამიანით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, - ამის შესახებ სა...
1776673016
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ, ქართველი ამას ადეკვატურად შეხვდება
„ნაციონალური მოძრაობისგან“ შეჩვეული ვართ ყოველ ჯერზე არეულობის, რევოლუციების, სისხლის ღვრის და ამ ყველაფრის დაანონსებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა...
1776672105
ახალი ამბებიპაციენტების სიკვდილი, დაუდგენელი ეფექტურობა და გაუგებრობა დიუშენის სინდრომის მედიკამენტების ირგვლივ
ბოლო პერიოდია საზოგადოება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთა მშობლების აქციებს ადევნებს თვალს, რომლებიც კონკრეტულ მედიკამენტებს ითხოვენ. ესენია: ELEVIDYS, Givinostat (Duvyzat) და Exon Skipping...































