ჯაბა ხუბუა: მივესალმები დამნაშავე პოლიტიკური ძალების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პარტიის დამატებას - ეს ვერდიქტი ბოკერიაზე არ გავრცელდეს, ყოვლად წარმოუდგენელია
„პირადად ჩემთვის გასაკვირი და აღმაშფოთებელი იყო, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რატომღაც გვერდი აუარა ბოკერიას პერსონას და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ბოროტების მთავარი იდეოლოგი გიგა ბოკერია გამოკითხვაზეც არ დაიბარა. დღეს, ასაკრძალი პარტიების სიაში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის დამატებით, ეს ნაკლოვანება, შეიძლება ითქვას, აღმოფხვრილია“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელ პარტიას კონსტიტუციის ძალით აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და ეს ვერდიქტი ბოკერიაზე არ გავრცელდეს.
„მივესალმები დამნაშავე პოლიტიკური ძალების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პარტიის დამატებას. არ დავმალავ, პირადად ჩემთვის გასაკვირი და აღმაშფოთებელი იყო, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რატომღაც გვერდი აუარა ბოკერიას პერსონას და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ბოროტების მთავარი იდეოლოგი გიგა ბოკერია გამოკითხვაზეც არ დაიბარა. დღეს, ასაკრძალი პარტიების სიაში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის დამატებით, ეს ნაკლოვანება, შეიძლება ითქვას, აღმოფხვრილია.
სისხლიანი, ჯალათური რეჟიმის შემქმნელ პარტიას კონსტიტუციის ძალით აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და ეს ვერდიქტი ბოკერიაზე არ გავრცელდეს, ყოვლად წარმოუდგენელია. ეს იგივე იქნებოდა, ნიურნბერგის პროცესის დროს იოზეფ გებელსი ცოცხალი ყოფილიყო და ტრიბუნალის განაჩენი მას არ შეხებოდა.
ახლა ბურთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოედანზეა. საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას“, - წერს ხუბუა X-ზე.
1776672105
ახალი ამბებიპაციენტების სიკვდილი, დაუდგენელი ეფექტურობა და გაუგებრობა დიუშენის სინდრომის მედიკამენტების ირგვლივ
ბოლო პერიოდია საზოგადოება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთა მშობლების აქციებს ადევნებს თვალს, რომლებიც კონკრეტულ მედიკამენტებს ითხოვენ. ესენია: ELEVIDYS, Givinostat (Duvyzat) და Exon Skipping...
1776670928
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ტრამპის კომპანია საკუთარი ბრენდით როცა შემოდის, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს
საქართველოში შექმნილია კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად ყველასთვის მიმზიდველია. ტრამპის კომპანია საკუთარი სახელით, ბრენდით როდესაც შემოდის საქართველოში, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს ამ გარემოს,...
1776670219
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის...
1776669074
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხად...
1776667667
ახალი ამბებიქადაგიშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების ვიზიტზე: მათი სურვილია, რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, ამით გაიზრდება ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი
„მათი სურვილია, რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, რითაც ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი გაიზრდება“, - ამის შესახებ მმართველო გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თბილისში მყოფ მარ...































