სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბათუმში, უცხო ქვეყნის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს - აღნიშნული პირები გაწევრიანებულები იყვნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბათუმში დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ.
მაღრაძის თქმით, კონტრტერორისტული ცენტრისთვის აღნიშნული პირების შესახებ ცნობილი იყო.
„ასევე, წინასწარ ვფლობდით ინფორმაციას მათი საქართველოში შემოსვლისა და შემოსვლის მიზნობრიობის შესახებ. ისინი საქართველოში ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ და დაბინავდნენ ნაქირავებ ბინაში. შემოსვლის დღიდანვე ორივე მათგანი იმყოფებოდა კონტრტერორისტული ცენტრის ოპერატიული კონტროლის ქვეშ, რაც მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ხორციელდებოდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი), რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს, რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სისტემის საიმედო პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, - აღნიშნა ლაშა მაღრაძემ.
1776677572
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: მივესალმები დამნაშავე პოლიტიკური ძალების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პარტიის დამატებას - ეს ვერდიქტი ბოკერიაზე არ გავრცელდეს, ყოვლად წარმოუდგენელია
„პირადად ჩემთვის გასაკვირი და აღმაშფოთებელი იყო, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რატომღაც გვერდი აუარა ბოკერიას პერსონას და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ბოროტების...
1776674788
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველამ ყველაფერი ვიცით, პატარა ქვეყანა ვართ, ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ
ღია წყაროებიდანაც ჩანს, რომ იგორ ბლაჟევიჩი ევროკომისიის ფულით ფინანსდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ადამიანით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, - ამის შესახებ სა...
1776673016
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ, ქართველი ამას ადეკვატურად შეხვდება
„ნაციონალური მოძრაობისგან“ შეჩვეული ვართ ყოველ ჯერზე არეულობის, რევოლუციების, სისხლის ღვრის და ამ ყველაფრის დაანონსებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა...
1776672105
ახალი ამბებიპაციენტების სიკვდილი, დაუდგენელი ეფექტურობა და გაუგებრობა დიუშენის სინდრომის მედიკამენტების ირგვლივ
ბოლო პერიოდია საზოგადოება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთა მშობლების აქციებს ადევნებს თვალს, რომლებიც კონკრეტულ მედიკამენტებს ითხოვენ. ესენია: ELEVIDYS, Givinostat (Duvyzat) და Exon Skipping...
1776670928
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ტრამპის კომპანია საკუთარი ბრენდით როცა შემოდის, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს
საქართველოში შექმნილია კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად ყველასთვის მიმზიდველია. ტრამპის კომპანია საკუთარი სახელით, ბრენდით როდესაც შემოდის საქართველოში, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს ამ გარემოს,...































